დაბადება 6:6
მაშინ შეწუხდა უფალი, ადამიანი რომ შექმნა ამქვეყნად და დანაღვლიანდა.
ფსალმუნები 77:40-41
რამდენჯერ გაჯიუტდნენ უდაბნოში, განარისხეს უკაცრიელ ადგილას. კვლავაც სცდიდნენ უფალს და ტკივილს აყენებდნენ ისრაელის წმიდას.
ესაია 63:10
მაგრამ ისინი ეურჩნენ და დაამწუხრეს მისი წმიდა სული; ამიტომაც მტრად ექცა იგი მათ და თავად ებრძოდა.
ესაია 65:3
ხალხისკენ, რომელიც გამუდმებით შეურაცხმყოფს თვალდათვალ! ჭალებში მსხვერპლს რომ სწირავენ და საკმეველს აკმევენ აგურებზე;
ეფესელთა 4:25-30
ამიტომ განიშორეთ სიცრუე და თითოეულმა ჭეშმარიტება ელაპარაკოს თავის მოყვასს, ვინაიდან ერთიმეორის ნაწილები ვართ. განრისხდით, და ნუ შესცოდავთ; მზე ნუ ჩავა თქვენს რისხვაზე. ადგილი არ მისცეთ ეშმაკს. მომპარავი ნუღარ მოიპარავს, არამედ იშრომოს და თავისი ხელით აკეთოს სიკეთე, რათა ჰქონდეს გაჭირვებულისთვის მისაცემი. არავითარი უშვერი სიტყვა არ დაგცდეთ პირიდან, არამედ მხოლოდ კეთილი – საჭიროებისამებრ ასაშენებლად, რათა მადლი მიანიჭოს მსმენელთ. ნუ დაანაღვლიანებთ ღვთის წმიდა სულს, რომლითაც დაიბეჭდეთ თქვენი გამოსყიდვის დღისთვის.
ფსალმუნები 138:24
ნახე, ზიანის მომტან გზაზე ხომ არ ვდგავარ და მარადიულ გზაზე წამიძეხი.
ოსია 12:14
ეფრემმა განარისხა თავისი უფალი, მასზეა მისი სისხლისმღვრელი საქმეები და დიდი ბატონი მიუზღავს მას სიძულვილისთვის.
მსგავსი თემები: