კოლოსელთა 2:9
ვინაიდან მასში დამკვიდრებულია ხორციელად ღვთაების მთელი სისავსე.
ეფესელთა 3:19
და შეიცნოთ ქრისტეს სიყვარული, ცოდნას რომ აღემატება, რათა აღივსოთ სრული ღვთიური სისავსით.
ფილიპელთა 1:11
სიმართლის ნაყოფით აღვსილნი იესო ქრისტეს მიერ ღვთის სადიდებლად და საქებრად.
რიცხვნი 14:21
მაგრამ, ცოცხალი ვარ, და აღივსება უფლის დიდებით მთელი ქვეყანა.
ფსალმუნები 71:19
და კურთხეულ არს სახელი მისი დიდებისა უკუნისამდე, და აივსება მისი დიდებით ქვეყნიერება! ამინ, ამინ!
იერემია 23:24
თუ ვინმე დაიმალება სამალავში, განა მე ვერ დავინახავ მას?” – სიტყვა უფლისა, – „განა ცა და ქვეყანა ჩემით არ არის სავსე?” – სიტყვა უფლისა. –
ეფესელთა 4:10
ჩასული კი იგივეა, რაც ასული ყველა ცაზე მაღლა, რათა აღავსოს ყოველივე.
ეფესელთა 1:23
რომელიც მისი სხეულია, სისავსე აღმავსებლისა ყოველივესი ყოველივეში.
ესაია 6:3
და ეძახდა ერთი მეორეს ასე: „წმიდაა, წმიდაა, წმიდაა უფალი ცაბაოთი! სავსეა მთელი ქვეყანა მისი დიდებით.”
ფსალმუნები 32:5
უყვარს სიმართლე და სამართალი; უფლის წყალობით სავსეა ქვეყანა;
აბაკუმი 3:3
თემანიდან მოდის ღმერთი და წმიდა – ფარანის მთიდან. დაფარა ზეცა მისმა ბრწყინვალებამ და მისმა დიდებამ აავსო დედამიწა.