ფსალმუნები 18:1-4
ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას და მის ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო. დღე დღეს გადასცემს სიტყვას, ღამე კი ღამეს უმხელს ცოდნას. თუმცა არც მთქმელია და არც ნათქვამი, არც მათი ხმა არ ისმის არსად. მთელ დედამიწას გასდევს მათი ხაზი და სამყაროს კიდეებამდე აღწევს მათი სიტყვები; მათში დაუდგა მზეს კარავი
ებრაელთა 3:4
ვინაიდან ყოველ სახლს ვიღაც აშენებს, ხოლო ყოველივეს აღმშენებელი ღმერთია.
რომაელთა 1:18-20
ვინაიდან ცხადდება ზეციდან ღმერთის რისხვა ადამიანთა ყოველგვარ უღმერთობასა და უმართლობაზე, უმართლობით რომ აბრკოლებენ ჭეშმარიტებას. იმიტომ, რომ ცხადია მათთვის, რაც შეიძლება იცოდნენ ღმერთზე, რადგან ღმერთმა განუცხადა მათ. ვინაიდან, ქვეყნიერების დასაბამიდან, ქმნილებათა განხილვით შეიცნობა უხილავნი ღვთისა – მისი მარადიული ძალა და ღვთაებრივობა – ასე რომ, ვერ გამართლდებიან ისინი.
საქმეები 17:29
და რაკი ღვთის მოდგმა ვართ, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ღმერთი ჰგავს ოქროს ან ვერცხლს, ანდა ქვას, ადამიანის ხელოვნებით და წარმოსახვით გამოქანდაკებულს.
იოანეს 14:7
მე რომ მიცნობდეთ, მამაჩემიც გეცნობებოდათ. ამიერიდან იცნობთ მას და გიხილავთ იგი”.