ფსალმუნები 101:25
ძველთაგან დააფუძნე დედამიწა და შენთა ხელთა ქმნილებაა ზეცა.
ფსალმუნები 43:1
ღმერთო, ჩვენი ყურით გვაქვს მოსმენილი, ჩვენმა მამებმა გვიამბეს, საქმე, რომელიც მათ დღეებში, უძველეს დროში მოიმოქმედე.
ფსალმუნები 76:11
გავიხსენებ უფლის საქმეებს, გავიხსენებ შენს ადრინდელ სასწაულებს.
ესაია 51:9
გაიღვიძე, გაიღვიძე, შეიმოსე ძალით, მკლავო უფლისა, გაიღვიძე, როგორც ძველ დროს, უძველეს თაობებში! განა შენ არ დაანაკუწე რაჰაბი და განგმირე ზღვის ურჩხული?
ესაია 63:9
არ მიუტოვებია ისინი არცერთ უბედურებაში და მის წინაშე მდგარი ანგელოზი იხსნიდა მათ. თავისი სიყვარულითა და მოწყალებით გამოისყიდა ისინი; ხელში აყვანილთ ატარებდა ყოველთვის – ძველთაგანვე.
საქმეები 14:16
რომელმაც წარსულ თაობებში ყველა ერი, თავის გზაზე სასიარულოდ მიუშვა.