იოანეს 3:34
რადგან ის, ვინც ღმერთმა მოავლინა, ღმერთის სიტყვებს ლაპარაკობს. ვინაიდან ღმერთი ზომით არ იძლევა სულს.
იოანეს 4:14
ხოლო ვინც იმ წყალს დალევს, რომელსაც მე მივცემ, საუკუნოდ აღარ მოსწყურდება; რადგან წყალი, რომელსაც მე მივცემ, მასში იქცევა წყლის წყაროდ, რომელიც საუკუნო სიცოცხლედ იდინებს.“
საქმეები 15:8
გულთამხილველმა ღმერთმა მათაც დაუმოწმა სულიწმიდის მიცემით, როგორც ჩვენ.
საქმეები 11:17
თუკი ღმერთმა ისეთივე ნიჭი მისცა მათ, როგორც ჩვენ, რომელთაც ვირწმუნეთ უფალი იესო ქრისტე, მე ვინ ვიყავი, რომ შემძლებოდა წინ აღვდგომოდი ღმერთს?“
რომაელთა 5:5
ხოლო იმედი არ არის შემარცხვენელი, ვინაიდან ღვთის სიყვარული ჩაგვეღვარა გულებში, სულიწმიდის მიერ, რომელიც მოგვეცა ჩვენ.
1 კორინთელტა 2:12
ჩვენ კი მივიღეთ არა წუთისოფლის სული, არამედ სული ღვთისგან, რათა ვიცოდეთ ღვთის მიერ ჩვენთვის მონიჭებული.
გალატელთა 3:5
ვინც სული მოგცათ და სასწაულებს ახდენს თქვენს შორის, რჯულის საქმეებით აკეთებს ამას თუ რწმენის შესმენით?
ლუკას 11:13
ჰოდა, თუ თქვენ, ბოროტებმა იცით თქვენი შვილებისთვის კეთილ მისაცემთა მიცემა, მითუმეტეს ზეციერი მამა მისცემს სულიწმიდას იმათ, ვინც სთხოვს.“
საქმეები 2:38
ხოლო პეტრემ უთხრა მათ: „მოინანიეთ და ყოველი თქვენგანი მოინათლოს იესო ქრისტეს სახელით ცოდვების მისატევებლად, და მიიღებთ სულიწმიდის ნიჭს.
1 თესალონიკელთა 4:8
ამიტომ უგულებელმყოფელი ამისა, არ უგულებელყოფს ადამიანს, არამედ – ღმერთს, რომელიც გაძლევთ თქვენ თავის სულიწმიდას.
2 კორინთელთა 1:22
რომელმაც დაგვბეჭდა და სულის საწინდარი მოგვცა ჩვენს გულებში.
2 კორინთელთა 5:5
სწორედ ამისთვის შეგვქმნა ღმერთმა და სული მოგვცა საწინდრად.
საქმეები 5:32
ამ სიტყვების მოწმენი ვართ ჩვენ და სულიწმიდა, რომელიც უბოძა ღმერთმა მის მორჩილთ.“