ღმერთი იძლევა სიმდიდრეს ბიბლიის მუხლები

დაბადება 43:23
უთხრა მათ: „მშვიდად იყავით! ნუ გეშინიათ: თქვენმა ღმერთმა და თქვენი მამების ღმერთმა ჩაგიდოთ განძი ტომრებში. მე მქონდა თქვენი ვერცხლი.“ და გამოუყვანა სიმონი.

მეორე რჯული 8:18
უნდა გახსოვდეს უფალი, შენი ღმერთი, ვინაიდან ის გაძლევს ძალას სიმდიდრის შესაძენად, რათა დღევანდელივით აღასრულოს თავისი აღთქმა, რომლითაც შეჰფიცა შენს მამებს,

1 მეფეთა 2:7
უფალი აღარიბებს და ამდიდრებს, ამდაბლებს და აღამაღლებს.

ფსალმუნები 111:3
ქონება და სიმდიდრეა მის სახლში, მარადიულია მისი სიმართლე.

ეკლესიასტე 5:19
ყოველს – ვისაც ღმერთმა სიმდიდრე და ქონება მისცა, რომ ჭამოს და ისიამოვნოს მისგან, მიიღოს თავისი წილი და იხაროს თავისი ნაშრომით – ღვთისგან აქვს ეს საჩუქარი.

ეკლესიასტე 6:2
კაცს, რომელსაც ღმერთმა სიმდიდრე, ქონება და პატივი მისცა, არაფერი აკლია მის სულს, ყველაფერი აქვს რაც კი ინატრა – არ აძლევს მას ღმერთი ამ ყველაფრის მოხმარების ძალას და სხვა, უცხო ვინმე შეჭამს მის ქონებას – ამაოებაა ეს და ავი სნეულება.

იგავნი 30:8
ამაოება და ტყუილი განმაშორე, ნურც სიღარიბეში ჩამაგდებ და ნურც სიმდიდრეს მომცემ; ჩემი სამყოფი პურით გამომკვებე,