ფსალმუნები 89:2
ვიდრე მთები დაიბადებოდნენ და შექმნიდი დედამიწასა და სამყაროს, უსასრულობიდან უსასრულობამდე შენა ხარ ღმერთი.
ფსალმუნები 92:2
დასაბამიდანაა განმტკიცებული შენი ტახტი; მარადიული ხარ შენ.
იგავნი 8:22
თავისი გზის დასაწყისშივე ვყავდი უფალს, თავის ქმნილებამდე, ძველთაგანვე.
იგავნი 8:23
ოდითგანვე ვარ ცხებული, თავიდანვე – დედამიწის უწინარეს.
მიქა 5:2
შენ კი, ეფრათას ბეთლემო, უმცირესი ხარ იუდას ათასეულთა შორის, მაგრამ შენგან გამოვა ჩემთვის ხელმწიფე ისრაელში; დასაბამიდან არის მისი წარმოშობა, საუკუნო დღეებიდან.
ებრაელთა 13:8
იესო ქრისტე გუშინ, დღეს და უკუნისამდე იგივეა.
გამოცხადება 1:8
„მე ვარ ანი და ჰაე – ამბობს უფალი ღმერთი – ის, ვინც არის, ვინც იყო და ვინც მოდის, ყოვლისმპყრობელი.“