2 ტიმოთეს 1:14
შეინახე კეთილი საწინდარი სულიწმიდის მეშვეობით, რომელიც მკვიდრობს ჩვენში.
ეფესელთა 2:22
რომელშიც თქვენც შენდებით, რათა იყოთ ღვთის სამკვიდრებელი სულში.
ეფესელთა 3:17
ისე, რომ რწმენით დამკვიდრდეს ქრისტე თქვენს გულებში და იყოთ ფესვგადგმულნი და დაფუძნებულნი სიყვარულში;
კოლასელთა 1:27
რომელთათვისაც ღმერთმა ინება ეცნობებინა, რა არის ამ საიდუმლოს დიდების სიმდიდრე ერებს შორის: რომელიც არის ქრისტე თქვენში, დიდების იმედი,
ებრაელტა 3:6
ხოლო ქრისტე – როგორც ძე მის სახლში; ჩვენ კი მისი სახლი ვართ, თუ ბოლომდე მტკიცედ შევინახავთ გაბედულებასა და იმედის სიამაყეს.
იოანეს 14:23
მიუგო იესომ და უთხრა:„ვისაც ვუყვარვარ, ის დაიცავს ჩემს სიტყვას და მამაჩემიც შეიყვარებს მას, ჩვენც მივალთ და მასში დავიდებთ ბინას.
1 კორინთელთა 3:16
განა არ იცით, რომ ღვთის ტაძარი ხართ და ღმერთის სული მკვიდრობს თქვენში?