ღმერთი ახლოსაა ბიბლიური ციტატები

ფსალმუნები 33:7
დაიბანაკებს უფლის ანგელოზი მის მოშიშთა ირგვლივ და იხსნის მათ.

ებრაელთა 12:1-2
ამიტომ ჩვენც, გვაკრავს რა მოწმეთა ღრუბელი ირგვლივ, ჩამოვიცილოთ ყოველგვარი ტვირთი და დამაბრკოლებელი ცოდვა, და მოთმინებით გავირბინოთ ჩვენს წინ მდებარე სარბიელი, და ვუმზიროთ რწმენის წინამძღოლსა და სრულმყოფელ იესოს, რომელმაც მომავალი სიხარულისათვის ჯვარი დაითმინა, უგულებელყო სირცხვილი და ღვთის ტახტის მარჯვნივ დაჯდა.

ფსალმუნები 144:18
ახლოსაა უფალი ყველასთან, ვინც მას მოუხმობს, ყოველთან, ვინც ჭეშმარიტებით მოუხმობს მას.+

მეორე რჯული 32:10
უდაბურ მიწაზე იპოვა იგი, სიცარიელესა და უდაბნოს კივილში; გარს შემოერტყა და თვალისჩინივით უფრთხილდებოდა,

ფსალმუნები 138:5
გარსშემომერტყი ზურგიდან და წინიდან და ხელი დამადე.

ფსალმუნები 138:7
სად წავუვალ შენს სულს და შენს სახეს სად გავექცევი?

ფსალმუნები 124:2
როგორც მთებია იერუსალიმის გარშემო, ასევეა უფალი თავისი ხალხის გარშემო – ახლა და უკუნისამდე.

ზაქარია 2:5
მე ვიქნები მისთვის – ამბობს უფალი – ცეცხლის გალავნად გარშემო და დიდებად მის წიაღში.