რომაელთა 5:3-4
და არა მარტო ამით, არამედ გასაჭირითაც ვიქადით, რადგან ვიცით, რომ გასაჭირი შეიქმს მოთმინებას, მოთმინება – სიმტკიცეს, სიმტკიცე – სასოებას,
ებრაელთა 10:35-37
მაშ, ნუ მიატოვებთ თქვენს გამბედაობას, რომელსაც დიდი საზღაური აქვს. მოთმინება გმართებთ, რათა აღასრულოთ ღმერთის ნება და მიიღოთ აღთქმული. რადგან „კიდევ ცოტა, ძალზე ცოტაც და მოვა, რომელიც უნდა მოვიდეს და არ დააყოვნებს.
იაკობის 1:2-3
ყოველივე სიხარულად ჩათვალეთ, ჩემო ძმებო, როდესაც მრავალგვარ განსაცდელს შეხვდებით, რაკი იცით, რომ თქვენი რწმენის გამოცდა შობს მოთმინებას;
კოლოსელთა 1:11
მთელი ძალით გაძლიერდეთ მისი დიდების სიმტკიცისამებრ ყოველგვარ მოთმინებასა და სულგრძელებაში. სიხარულით
რომაელთა 12:12
იხარეთ იმედით, მომთმენნი იყავით გასაჭირში, ლოცვაში – ურყევნი.
1 კორინთელთა 10:13-14
არ შეგმთხვევიათ ჯერ სხვა განსაცდელი, გარდა ადამიანურისა: ხოლო სარწმუნოა ღმერთი, რომელიც არ დაუშვებს, რომ თქვენს შესაძლებლობაზე მეტად გამოიცადოთ, არამედ განსაცდელში მოგცემთ გამოსავალს, რომ შესძლოთ ატანა. ამიტომ, ჩემო საყვარელნო, განერიდეთ კერპთაყვანისმცემლობას.
ფილიპელთა 4:13
ყოველივე ძალმიძს ჩემს განმამტკიცებელში, ქრისტეში.
რომაელთა 15:5
ხოლო მოთმინებისა და ნუგეშის ღმერთმა მოგცეთ თქვენ ერთმანეთში ერთსულოვნება ქრისტე იესოს მიერ.
იაკობის 1:25
მაგრამ, ვინც ჩაუკვირდება თავისუფლების სრულყოფილ რჯულს და მასში დარჩება, მომსმენი და დამვიწყებელი კი არ იქნება, არამედ საქმის აღმსრულებელი. კურთხეული იქნება იგი თავის მოქმედებაში.
რომაელთა 15:13
ხოლო სასოების ღმერთმა აგავსოთ ყოველგვარი სიხარულით და მშვიდობით რწმენაში, რათა სულიწმიდის ძალით იუხვოთ სასოებაში.
ებრაელთა 12:2
შევხედოთ რწმენის მიზეზსა და სრულმყოფელს – იესოს, რომელმაც მისთვის შეთავაზებული სიხარულის ნაცვლად დაითმინა ჯვარი, უგულებელყო სირცხვილი და ღვთის ტახტის მარჯვნივ დაჯდა.
რომაელთა 2:6-7
რომელიც ყველას მიუზღავს მათი საქმეებისამებრ: მათ, ვინც კეთილი საქმის გამუდმებული კეთებით ეძებს დიდებას, პატივსა და უხრწნელებას – საუკუნო სიცოცხლეს,