ბიბლიის მუხლები თემაზე
ფიცხი
7 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
-
იგავნი 14:17
გულფიცხი უგუნურად მოქმედებს, ავისმზრახველი კაცი შეძულებულია.
-
იგავნი 14:29
რისხვაში ნელი დიდად გონიერია, ფიცხი კი სიბრიყვეს ავლენს.
-
იგავნი 29:11
ბრიყვი მთელ თავის რისხვას გამოხატავს, ბრძენი კი თავს იკავებს.
-
იგავნი 29:22
მრისხანე კაცი შფოთს იწვევს, გულფიცხი - მრავალ დანაშაულს.
-
იგავნი 15:18
ფიცხი კაცი შუღლს აღვივებს, სულგრძელი კი აცხრობს დავას.
-
იგავნი 19:19
ფიცხი და მრისხანე კაცი მკაცრად დასაჯე, რადგან თუ დაინდობ, მაინც მოგიწევს დასჯა.
-
იგავნი 22:24
ნუ დაუმეგობრდები ბრაზიანს და ფიცხ კაცს ნუ დაემგზავრები,