ეკლესიასტე 12:1
გახსოვდეს შენი შემოქმედი შენი სიჭაბუკის დღეებში, ვიდრე დაგიდგება ავი დღეები და გეწევა წლები, რომლებზეც იტყვი: „აღარ მახარებს ისინი!”
ლუკას 12:29-31
ამიტომ ნუ ეძებთ, რა ჭამოთ და რა სვათ, და ნუ შფოთავთ. რადგან ყოველივე ამას ქვეყნიერების ხალხები ეძიებენ; თქვენმა მამამ იცის, რომ გჭირდებათ ეს ყველაფერი. მაშ, ეძიეთ ღმერთის სამეფო და ყოველივე ეს შეგემატებათ.
ლუკას 18:22-23
ეს რომ მოისმინა, უთხრა იესომ: „ერთიღა გაკლია: რაც გაქვს, ყველაფერი გაყიდე, ღარიბებს დაურიგე და გექნება საუნჯე ზეცაში; მერე მოდი და გამომყევი”. ეს რომ გაიგონა, დამწუხრდა, რადგან ძალიან მდიდარი იყო.
რომაელთა 12:2
და ნუ მიესადაგებით ამ წუთისოფელს, არამედ გარდაისახენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ღვთის ნება – კეთილი, სასურველი და სრულყოფილი.
ლუკას 12:34
რადგან, სადაც თქვენი საუნჯეა, თქვენი გულიც იქ იქნება.
გამოსვლა 20:3
არ იყოლიო სხვა ღმერთები ჩემს გარდა.
ფილიპელთა 4:6-8
არაფერზე იდარდოთ, არამედ ყოველგვარ ლოცვასა და ვედრებაში მადლიერებით აუწყეთ თქვენი სურვილი ღმერთს, და ღვთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, დაიცავს თქვენს გულებს და თქვენს ფიქრებს ქრისტე იესოში. და ბოლოს, ჩემო ძმებო, ყოველივე, რაც ჭეშმარიტია, რაც პატიოსანია, რაც მართალია, რაც უმანკოა, რაც საყვარელია, რაც სასახელოა, ყოველივე, რაც მოსაწონი და სანაქებოა, იმაზე იფიქრეთ.
იოანეს 14:15
თუ მე გიყვარვართ, დაიცავთ ჩემს მცნებებს.
ფსალმუნები 89:12
გვასწავლე ჩვენი დღეების დათვლა, რომ გულს სიბრძნე შევძინოთ.
2 ტიმოთეს 2:22
ყმაწვილკაცურ გულისთქმებს გაექეცი. მისდიე სიმართლეს, რწმენას, სიყვარულს, მშვიდობას ყველასთან, ვინც სუფთა გულით მოუხმობს უფალს.
მათეს 22:37-38
უპასუხა: „გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით. ეს არის პირველი და უდიდესი მცნება.