ბიბლიის მუხლები თემაზე
ცხოვრება ქრისტეს მეშვეობით
15 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
-
რომაელთა 8:10
და თუ ქრისტე თქვენშია, სხეული მკვდარია ცოდვისათვის, ხოლო სული ცოცხალია სიმართლისათვის.
-
1 კორინტელთა 15:45
ასეც წერია: პირველი კაცი, ადამი გახდა ცოცხალ მშვინვად, ხოლო უკანასკნელი ადამი - მაცოცხლებელ სულად.
-
იოანეს 17:3
ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც მოავლინე - იესო ქრისტეს.
-
იოანეს 6:57
როგორც მე წარმომგზავნა ცოცხალმა მამამ და მე მამაში ვცოცხლობ, ასევე ჩემი მჭამელი ჩემით იცოცხლებს.
-
იოანეს 8:12
კვლავ ელაპარაკა ხალხს იესო; უთხრა: „მე ვარ სინათლე ქვეყნისა, ვინც მე მომყვება, ბნელში არ ივლის, არამედ სიცოცხლის სინათლე ექნება”.
-
იოანეს 10:28
მე მათ საუკუნო სიცოცხლეს ვაძლევ და არ დაიღუპებიან საუკუნოდ; და ვერავინ წამგლეჯს მათ ხელიდან.
-
იოანეს 5:21
რადგან როგორც მამა აღადგენს მკვდრებს და აცოცხლებს, ასევეა ძეც - აცოცხლებს მას, ვინც სურს.
-
იოანეს 4:10
უპასუხა იესომ: „შენ რომ იცოდე ღვთის საჩუქარი და ის, თუ ვინ გთხოვს, წყალი დამალევინეო, შენ თვითონ სთხოვდი მას და ისიც მოგცემდა ცოცხალ წყალს”.
-
რომაელთა 6:23
ვინაიდან ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ღვთის საჩუქარი - მარადიული სიცოცხლე ჩვენს უფალში, ქრისტე იესოში.
-
რომაელთა 5:17
ვინაიდან, თუ ერთის დანაშაულით სიკვდილი მეფობდა ერთის მიერ, მით უმეტეს ისინი, რომლებიც უხვად მიიღებენ მადლსა და სიმართლის საჩუქარს, იმეფებენ ცხოვრებაში ერთის, იესო ქრისტეს მეშვეობით.
-
1 იოანე 4:9
ღმერთის სიყვარული იმით გამოგვეცხადა, რომ ღმერთმა თავისი მხოლოდშობილი ძე მოავლინა ქვეყნიერებაზე, რათა მის მიერ ვიცოცხლოთ.
-
იუდა 1:21
დაიცავით თქვენი თავი ღვთის სიყვარულში და დაელოდეთ ჩვენი უფლისგან, იესო ქრისტესგან წყალობას საუკუნო სიცოცხლისთვის.
-
2 ტიმოთეს 1:10
ახლა კი გამოგვეცხადა ჩვენი მხსნელი ქრისტე იესოს გამოჩენით, რომელმაც გააბათილა სიკვდილი და სინათლე მოფინა სიცოცხლეს და უკვდავებას სახარების მეშვეობით,
-
რომაელთა 6:11
თქვენც ასევე ჩათვალეთ თქვენი თავი ცოდვისათვის მკვდრებად და ღვთისათვის ცოცხლებად ქრისტე იესოში.
-
იოანეს 5:40
ჩემთან მოსვლა კი არ გსურთ, რათა სიცოცხლე გქონდეთ.