ცოდვისთვის მკვდარი – ბიბლიური ციტატები

რომაელთა 6:1-2
მაშ რა ვთქვათ? დავრჩეთ ცოდვაში, რათა მადლი გამრავლდეს? არამც და არამც! ჩვენ, რომელნიც მოვკვდით ცოდვისათვის, როგორღა ვიცოცხლოთ მასში?

გალატელთა 2:19-20
მე რჯულით მოვკვდი რჯულისათვის, რათა ღმერთისათვის ვიცოცხლო. ქრისტესთან ერთად ვარ ჯვარცმული. და ახლა, მე კი არ ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში. ახლა რომ სხეულში ვცოცხლობ, რწმენით ვცოცხლობ ღმერთის ძეში, რომელმაც შემიყვარა და თავი გასცა ჩემთვის.

რომაელთა 6:3-6
ნუთუ არ იცით, რომ ყველანი, ვინც მოვინათლეთ ქრისტე იესოში, მის სიკვდილში მოვინათლეთ? ჩვენ მასთან ერთად დავიმარხეთ სიკვდილით ნათლისღებით, რათა, როგორც ქრისტე აღდგა მამის დიდებით მკვდრეთით, ჩვენც ვიაროთ სიცოცხლის განახლებით. რადგან, თუ სიკვდილის მსგავსებით შევუსისხლხორცდით მას, ასევე ვიქნებით მისი აღდგომისას. რადგან ვიცით, რომ მასთან ერთად ჯვარს ეცვა ჩვენი ძველი ადამიანი, რათა გაუქმდეს ცოდვის სხეული და აღარ ვიყოთ ცოდვის მონები.

კოლოსელთა 3:3
რადგან თქვენ მოკვდით და თქვენი სიცოცხლე დაფარულია ქრისტესთან ღმერთში.

1 პეტრეს 2:24
რომელმაც ჩვენი ცოდვები თვით აზიდა ძელზე თავისი სხეულით, რათა ცოდვისათვის მკვდრებმა სიმართლისათვის ვიცოცხლოთ; მისი ჭრილობებით განიკურნეთ თქვენ.

რომაელთა 6:7-11
რადგან, ვინც მოკვდა, ცოდვისაგან თავისუფალია. და თუ ჩვენ ქრისტესთან ერთად მოვკვდით, გვწამს, რომ მასთან ვიცოცხლებთ კიდეც, რადგან ვიცით, რომ მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე აღარ კვდება და სიკვდილი აღარ ბატონობს მასზე. რადგან, ის რომ მოკვდა, ცოდვისათვის მოკვდა ერთხელ, ხოლო რომ ცოცხლობს, ღმერთისათვის ცოცხლობს. თქვენც ასევე შერაცხეთ თქვენი თავი ცოდვისათვის მკვდრებად და ღმერთისათვის ცოცხლებად ქრისტე იესოში.

გალატელთა 5:24
ხოლო მათ, ვინც ქრისტე იესოსნი არიან, ჯვარს აცვეს თავიანთი სხეული ვნებებთან და გულისთქმებთან ერთად.

კოლოსელთა 2:20
თუ ქრისტესთან ერთად მოუკვდით ამ სოფლის წესებს, სოფელში მცხოვრებთა მსგავსად რაღად ემორჩილებით მათ?

2 ტიმოთეს 2:11-12
სარწმუნოა სიტყვა: თუ მასთან დავიხოცეთ, მასთან ერთად ვიცოცხლებთ. თუ მოვითმენთ, მასთან ერთად ვიმეფებთ. თუ უარვყოფთ, ისიც უარგვყოფს ჩვენ.

რომაელთა 7:4-6
ამრიგად, ჩემო ძმებო, თქვენც რჯულისათვის დაიხოცენით ქრისტეს სხეულით, რომ ეკუთვნოდეთ სხვას, მკვდრეთით აღმდგარს, რათა ნაყოფი მივუტანოთ ღმერთს. ვინაიდან, როცა ხორცში ვიყავით, რჯულის მიერ ცოდვის ვნებანი მოქმედებდნენ ჩვენს ასოებში, რომ სიკვდილის ნაყოფი გამოგვეღო. ახლა კი, რჯულისათვის მკვდრები, გავთავისუფლდით მისგან, რითაც შეპყრობილნი ვიყავით, რათა ვემსახუროთ ღმერთს განახლებული სულით და არა დაძველებული ასოთი.

2 კორინთელთა 5:14-15
ქრისტეს სიყვარულით ვართ მოცულნი, როცა ასე ვმსჯელობთ: თუ ერთი მოკვდა ყველასთვის, ყველანი დაიხოცნენ.  ქრისტე კი ყველასთვის მოკვდა, რათა ცოცხლებმა თავიანთთვის კი აღარ იცოცხლონ, არამედ იმისთვის, ვინც მათთვის მოკვდა და აღდგა.