ბავშვურობა ბიბლიის მუხლები

მარკოზის 10:14-15
დაინახა იესომ, გაწყრა და უთხრა მათ: „გამოუშვით ბავშვები და ნუ დაუშლით ჩემთან მოსვლას, რადგან მათნაირებისაა ღმერთის სასუფეველი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ბავშვივით არ მიიღებს ღმერთის სასუფეველს, ვერ შევა შიგ.“

1 კორინთელთა 14:20
ძმებო! ნუ იქნებით ბავშვები გონებით. მხოლოდ ბოროტებისათვის იყავით ბავშვები, გონებისთვის კი – სრულწლოვანნი!

მათეს 18:4
ამრიგად, ვინც თავს დაიმდაბლებს, როგორც ეს ბავშვი, ის იქნება უდიდესი ცათა სასუფეველში.

1 პეტრეს 2:2
როგორც ახალშობილმა ჩვილებმა, ისურვეთ უმწიკვლო სულიერი რძე, რათა ამით გაიზარდოთ ხსნისათვის,

1 პეტრეს 1:14
როგორც გამგონე შვილები, ნუ აჰყვებით თქვენი უმეცრების დროინდელ გულისთქმებს,

ფსალმუნები 130:2
არამედ ვაწყნარებდი და ვაყუჩებდი ჩემს სულს, ვით დედის ძუძუდან მოწყვეტილ ყრმას. ვითარცა ძუძუს მოწყვეტილი ყრმა, ისეა ჩემში ჩემი სული.

3 მეფეთა 3:7
ახლა, უფალო, ღმერთო ჩემო, შენ გაამეფე მამაჩემის, დავითის ნაცვლად შენი მსახური, თუმცა უასაკო ყმაწვილი ვარ და არ ვიცი გამოსვლა და შესვლა.

ლუკას 18:16
იესომ დაუძახა მათ და უთხრა: „მოუშვით ჩემთან ბავშვები და ნუ აბრკოლებთ მათ, რადგან ასეთებისაა ღმერთის სასუფეველი.