არათანმიმდევრობა ბიბლიის მუხლები

მათეს 7:3
რატომ უყურებ ბეწვს შენი ძმის თვალში, საკუთარ თვალში კი დირესაც ვერ ამჩნევ?

მათეს 23:3
ამიტომ, ყველაფერი, რასაც გეტყვიან, შეასრულეთ და დაიცავით, ოღონდ მათი საქმეებისამებრ ნუ იმოქმედებთ, ვინაიდან ისინი ამბობენ და არ ასრულებენ.

იოანეს 7:22-23
მოსემ მოგცათ წინადაცვეთა – თუმცა იგი მოსესგან კი არა, მამებისგანაა – და შაბათობით წინადაცვეთთ ადამიანს. თუ ადამიანი წინადაცვეთას მიიღებს შაბათს, რათა არ დაირღვეს მოსეს რჯული, ჩემზე რაღად გაჯავრდით იმის გამო, რომ შაბათს სრულად განვკურნე კაცი?

რომაელთა 2:21-23
როგორაა, სხვების მასწავლებელი, საკუთარ თავს რომ არ ასწავლი? ჰქადაგებ – არ მოიპაროო, – და იპარავ! ამბობ – არ იმრუშოო, – და მრუშობ! კერპები გეზიზღება და საკერპოებს ძარცვავ?! რჯულით იკვეხნი და რჯულის დარღვევით ღმერთს უპატიოჰყოფ.

გალატელთა 2:11-14
ჰოდა, როცა კეფა ანტიოქიაში მოვიდა, საჯაროდ წინ აღვუდექი მას, ვინაიდან საჩივარი იყო მასზე. რადგან ვიდრე იაკობისგან ზოგიერთები მოვიდოდნენ, წარმართებთან ერთად ჭამდა, ხოლო მათი მოსვლისთანავე ჩამოშორდა მათ და წინადაცვეთილთა შიშით განზე გადგა. მასთან ერთად თვალთმაქცობდნენ სხვა იუდეველებიც, ისე, რომ ბარნაბაც კი ჩაითრია მათმა თვალთმაქცობამ. მაგრამ, ვიხილე რა, რომ სწორად არ მიჰყვებოდნენ სახარების ჭეშმარიტებას, ყველას თანდასწრებით ვუთხარი კეფას: თუ შენ, იუდეველი, წარმართივით ცხოვრობ და არა იუდეველივით, აბა, წარმართებს რაღად აიძულებ-მეთქი, რომ გაიუდეველდნენ?