მარკოზის 7:21-23
ვინაიდან ადამიანის გულიდან გამოდის ბოროტი ზრახვა, სიძვა, ქურდობა, მკვლელობა, მრუშობა, ანგარება, მზაკვრობა, ვერაგობა, გარყვნილება, თვალბოროტება, ცბიერება, გმობა, ამპარტავნება და უგუნურება. ყველა ეს ბოროტება შიგნიდან გამოდის და ბილწავს ადამიანს”.
დაბადება 23:19
ღმერთი კაცი არ არის, რომ იცრუოს და არც კაცის ძეა, რომ აზრი შეიცვალოს. განა უთქვამს და არ გაუკეთებია?
დაბადება 6:12
გადმოხედა ღმერთმა ქვეყანას და, აჰა, წარყვნილიყო იგი, რადგან გაერყვნა ყოველ ხორციელს თავისი ზნე ამ ქვეყანაზე.
ფსალმუნები 115:2
ვთქვი ჩემი შეძრწუნებისას: ცრუა ყოველი კაცი.
იობი 5:7
რადგან ტანჯვისთვის იბადება ადამიანი და ნაპერწკლებივით მაღლა მიისწრაფის.
იობი 15:14
რა არის კაცი, რომ სუფთა იყოს, ან მართალი იყოს ქალის ნაშობი?
სოფონია 1:3
აღვგვი კაცსა და პირუტყვს, ცის ფრინველსა და ზღვის თევზებს, მაცდურს ბოროტეულებთან ერთად; აღვგვი ადამიანს მიწის პირიდან! – ამბობს უფალი.
რომაელთა 8:3
ვინაიდან, რაკი ვერ შეძლო ხორცის მეშვეობით დაუძლურებულმა რჯულმა, ღმერთმა მოავლინა თავისი ძე ცოდვილი ხორცის მსგავსებაში და ცოდვის გამო მსჯავრი დასდო ცოდვას ხორცში,
კოლოსელთა 3:5
მაშ, მოაკვდინეთ თქვენი მიწიერი ასოები: სიძვა, უწმინდურება, ვნება, ბოროტი გულისთქმა და ანგარება, რაც კერპთმსახურებაა.
რომაელთა 6:6
რადგან ვიცით, რომ მასთან ერთად ჯვარს ეცვა ჩვენი ძველი კაცი, რათა გაუქმდეს ცოდვის სხეული და აღარ ვიყოთ ცოდვას დამონებულნი.
ეკლესიასტე 7:20
მართლაც არ არის ქვეყანაზე მართალი ადამიანი, რომელიც სიკეთეს იქმს და არ სცოდავს.
ფსალმუნები 50:5
აჰა, ცოდვილად დავიბადე, დიახ ცოდვილად ჩავესახე დედაჩემს.
რომაელთა 6:23
ვინაიდან ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ღვთის საჩუქარი – მარადიული სიცოცხლე ჩვენს უფალში, ქრისტე იესოში.
1 იოანეს 1:7
ხოლო თუ სინათლეში დავდივართ, როგორც ის არის სინათლეში, მაშინ მოზიარეობა გვაქვს ერთმანეთთან და მისი ძის, იესო ქრისტეს სისხლი გვწმენდს ყოველგვარი ცოდვისგან.