ხელდასხმა სულიწმინდისთვის ბიბლიის მუხლები

მეორე რჯული 34:9
და აღივსო სიბრძნის სულით იეშუა ნავეს ძე, ვინაიდან ხელი დაასხა მას მოსემ და უსმენდნენ მას ისრაელის ძენი და აღასრულეს, რაც უბრძანა უფალმა მოსეს.

საქმეები 8:17-19
დაასხეს მათ ხელები და მათაც მიიღეს სულიწმიდა.  სიმონმა რომ დაინახა, მოციქულთა ხელდასხმით ეძლევათო სულიწმიდა, ფული მიუტანა მათ.  უთხრა: „მეც მომეცით ძალაუფლება, რომ ვისაც ხელს დავასხავ მიიღოს სულიწმიდა”.

საქმეები 9:17
წავიდა ანანია, შევიდა იმ სახლში, დაასხა მას ხელები და უთხრა: „ძმაო, სავლე, უფალმა გამომგზავნა, იესომ, რომელიც გზაზე მიმავალს გეჩვენა, რომ თვალი აგეხილოს და აღივსო სულიწმიდით”.

საქმეები 19:6
როცა ხელები დაასხა მათ პავლემ, გადმოვიდა მათზე სულიწმიდა, ენებზე ალაპარაკდნენ და წინასწარმეტყველებდნენ.

ლუკას 1:35
მიუგო ანგელოზმა პასუხად: „სულიწმიდა გადმოვა შენზე და უზენაესის ძალა დაგჩრდილავს; ამიტომაც იწოდება ღმერთის ძედ წმიდად შობილი.

ლუკას 3:22
და გადმოვიდა მასზე სულიწმიდა სხეულებრივად, როგორც მტრედი და გაისმა ხმა ზეცით: „შენ ხარ ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მოვიწონე მე”.

იოანეს 14:26
ხოლო ნუგეშისმცემელი, სულიწმიდა, რომელსაც ჩემი სახელით მოავლენს მამა, გასწავლით და გაგახსენებთ ყველაფერს, რაც თქვენთვის მითქვამს.

საქმეები 1:8
არამედ თქვენ მიიღებთ ძალას, როცა გადმოვა სულიწმიდა თქვენზე და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და დედამიწის კიდემდე”.

საქმეები 8:15
რომლებიც ჩავიდნენ და ილოცეს მათთვის, რომ მიეღოთ სულიწმიდა.

საქმეები 8:17
დაასხეს მათ ხელები და მათაც მიიღეს სულიწმიდა.

საქმეები 11:15
როგორც კი ვიწყე ლაპარაკი, სულიწმიდა ისევე გადმოვიდა მათზე, როგორც ჩვენზე დასაწყისში.

Close
Close