მთავარი › ბიბლია › 1 ტიმოთეს მიმართ

ახალი აღთქმა · 1 ტიმოთეს მიმართ

1 ტიმოთეს 6:2-5

2 რომელთაც მორწმუნე პატრონები ჰყავთ, ნუ მოექცევიან მათ უპატიოდ, რაკი ისინი ძმები არიან. არამედ კიდევ უფრო უკეთესად ემსახურონ, რადგან მორწმუნენი არიან და საყვარელნი, და ქველმოქმედებას ეწევიან. ეს ასწავლე და შეაგონე. 3 ვინც სხვანაირად ასწავლის და არ მიჰყვება ჩვენი უფლის ქრისტე იესოს საღ სიტყვებს და ღვთისმოსაობის მოძღვრებას, 4 ბრმაა, არაფრის მცოდნე, მხოლოდ ცილობისა და სიტყვებით ბრძოლის სენი სჭირს, საიდანაც წარმოიშვება შური, ჯიბრი, გმობა და ბოროტი ეჭვი, 5 გარყვნილი გონებისა და ჭეშმარიტებას მოკლებულ კაცთა ფუჭი კამათი, რომელთაც ღვთისმოსაობა შემოსავლის წყარო ჰგონიათ.

1 ტიმოთეს მიმართ — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
Close
Close