18 რაკი იცით, რომ ხრწნადი ვერცხლით ან ოქროთი კი არა ხართ გამოსყიდულნი მამათაგან მემკვიდრეობით მიღებული ამაო გზიდან, 19 არამედ ქრისტეს ძვირფასი სისხლით, როგორც უბიწო და უმანკო კრავისა, 20 რომელიც სამყაროს შექმნამდე იყო წინასწარ განწესებული, მაგრამ უკანასკნელ დროს გამოჩნდა თქვენთვის, 21 რომელთაც მისი მეშვეობით იწამეთ ღმერთი, რომელმაც მკვდრეთით აღადგინა იგი და მისცა დიდება, რათა გქონდეთ რწმენა და ღმერთის იმედი.