მთავარითემები „ზ"ზრუნვა მშობლებზე

ზრუნვა მშობლებზე

6 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. 1 ტიმოთეს 5:4
    ხოლო თუ ქვრივს ჰყავს შვილები ან შვილიშვილები, უწინარეს ყოვლისა, ისწავლონ თავიანთი ოჯახის პატივისცემა და მშობლებისათვის სამაგიეროს მიგება, ვინაიდან ეს კეთილი და მოსაწონია ღვთისათვის.
  2. 2 კორინთელთა 12:14
    აჰა, მე მზად ვარ მესამედ მოვიდე თქვენთან და არ დაგაწვებით მძიმე ტვირთად, ვინაიდან მე თქვენ გეძებთ და არა თქვენსას. რადგან შვილები კი არ უნდა აგროვებდნენ სიმდიდრეს მშობლებისათვის, არამედ მშობლები – შვილებისათვის.
  3. გამოსვლა 20:12
    პატივი ეცი მამაშენსა და დედაშენს, რათა დღეგრძელი იყო მიწაზე, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი.
  4. 1 ტიმოთეს 5:8
    ხოლო, ვინც არ ზრუნავს თავის ახლობლებზე, უფრო მეტად კი თავის სახლეულებზე, იგი განუდგა რწმენას და ურწმუნოზე უარესია.
  5. იგავნი 22:6
    აღზარდე ყმაწვილი მისი გზის მიხედვით, კიდევაც რომ მოხუცდეს, არ გადაუხვევს მისგან.
  6. ეფესელთა 6:2
    პატივი ეცი შენს მამას და დედას, - ეს არის პირველი მცნება აღთქმით, -

← ყველა თემა „ზ"-ზე

Close
Close