ბიბლიის მუხლები თემაზე
ხელმწიფებანი და ძალნი
8 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
-
ეფესელთა 6:12
რადგან ჩვენი ბრძოლა არ არის სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ, არამედ მთავრობათა წინააღმდეგ, ხელმწიფებათა წინააღმდეგ, ამ სიბნელის სამყაროს მპყრობელთა წინააღმდეგ, ცისქვეშეთის ბოროტების სულთა წინააღმდეგ.
-
1 პეტრეს 3:22
რომელიც ღმერთის მარჯვნივ არის მას შემდეგ, რაც ზეცად ამაღლდა, რომელსაც დაემორჩილნენ ანგელოზნი, ხელმწიფებანი და ძალნი.
-
ეფესელთა 3:10
რათა ახლა ეკლესიის მეშვეობით ეუწყოს მმართველობებს და ხელისუფლებებს ზეცაში ღვთის მრავალმხრივი სიბრძნე.
-
იოანეს 14:30
ბევრს აღარ ვილაპარაკებ თქვენთან, რადგან მოდის ამ წუთისოფლის მთავარი და არაფერი აქვს ჩემში.
-
ეფესელთა 2:2
რაშიც ოდესღაც დადიოდით ამ წუთისოფლის წესისამებრ, ჰაერის ძალთა მთავრისა და იმ სულის სურვილისამებრ, ამჟამად ურჩ ძეებში რომ მოქმედებს.
-
დანიელი 10:13
მაგრამ სპარსეთის სამეფოს მთავარი მეწინააღმდეგებოდა ოცდაერთი დღე. და აჰა, მიქაელი, ერთ-ერთი პირველი მთავართაგან, მოვიდა ჩემს დასახმარებლად და იქ დავტოვე იგი სპარსეთის მეფესთან.
-
დანიელი 10:20
მითხრა: „თუ იცი, რისთვის მოვედი შენთან? ახლა კი სპარსეთის მთავართან საბრძოლველად ვბრუნდები და, აჰა, საბერძნეთის მთავარიც მოვა.
-
ესაია 24:21
იმ დღეს იქნება, რომ უფალი დასჯის ზეცის მხედრობას მაღლა და ქვეყნის მეფეებს დედამიწაზე.
კოლასელთა 1:16
ვინაიდან მისით შეიქმნა ყოველი, რაც ცაში და დედამიწაზეა, ხილული და უხილავი, ტახტები და მეფობანი, მმართველობანი და ხელმწიფებანი – ყველაფერი მის მიერ და მისთვის არის შექმნილი.
კოლასელტა 2:15
განაიარაღა მთავრობანი და ხელმწიფებანი; საჯაროდ შეარცხვინა და ჯვრით იზეიმა მათზე გამარჯვება.