უმართლოთა ბატონობა ბიბლიური ციტატები

იგავნი 29:2
მართალთა აღზევებისას ხარობს ხალხი, უმართლოთა ბატონობისას კი კვნესის.

ფსალმუნები 124:3
რადგან ვერ დარჩება ბოროტის კვერთხი მართალთა წილხვედრზე, რათა უკეთურებისკენ არ გაიწოდონ ხელი მართლებმა.

იგავნი 28:15
მბრდღვინავი ლომი და გააფთრებული დათვია ბოროტი ბატონი ღატაკი ხალხისთვის.

ესაია 10:1
ვაი მათ, ვისაც უსამართლო განაჩენი გამოაქვს და ვინც უკანონო გადაწყვეტილებებს იღებს,

მიქა 7:3
გაწაფულია მათი ხელები ბოროტის ქმნაში; მთავარი და მოსამართლე ქრთამს ითხოვენ; დიდებული ხარბი გულით ლაპარაკობს და სამართალს ამრუდებს.

ესაია 1:23
შენი მთავარნი მეურჩებიან და ქურდებთან მეგობრობენ; ქრთამი უყვართ და საზღაურს ეხარბებიან; ობოლს არ იცავენ და ქვრივის გასაჭირი ვერ აღწევს მათთან.

ესაია 3:14
განიკითხავს უფალი თავისი ხალხის უხუცესებსა და მთავრებს: “თქვენ გადაჭამეთ ვენახები და ღარიბთათვის წართმეულით აივსეთ სახლები.