იობი 9:9
იგია შემოქმედი დიდი დათვისა, ორიონისა, ხომლისა და სამხრეთის პალატებისა.
იობი 38:32
თუ ამოიყვან თანავარსკვლავედს თავის დროზე, და თუ წარუძღვები დათვს თავის ბელებთან ერთად?
იობი 26:13
მისი სულით ცა გამშვენდა, მისმა ხელმა განგმირა გაქცეული გველი.
იობი 38:31
თუ შეკრავ ხომლის საკვრელებს ან ორიონის საბელებს თუ გახსნი?
ამოსი 5:8
რომელმაც შექმნა ხომლი და ორიონი, რომელიც წყვდიადს დილად გადააქცევს და დღეს ღამესავით აბნელებს, რომელიც უხმობს ზღვის წყლებს და მიწის პირზე მოაქცევს, უფალია მისი სახელი.
საქმეები 28:11
სამი თვის შემდეგ გავემგზავრეთ კუნძულზე გამოზამთრებული ალექსანდრიული ხომალდით, რომელიც დიოსკურების ნიშანს ატარებდა.
ესაია 13:10
აი, მოდის უფლის დღე – სასტიკი, წყრომა და მძვინვარე რისხვა, რათა უდაბნოდ აქციოს ქვეყანა და მისი შემცოდენი აღხოცოს მისგან. რადგან ცის ვარსკვლავები და მათი თანავარსკვლავედნი არ გამოსცემენ თავიანთ სინათლეს, მზე დაბნელდება მისი ამოსვლისას და მთვარე არ მოაფენს თავის ნათელს.