ლუკას 1:41-45
მარიამის მისალმების გაგონებისთანავე ელისაბედს ყრმა შეუთამაშდა მუცელში და აღივსო სულიწმიდით ელისაბედი. შესძახა ხმამაღლა და თქვა: „კურთხეული ხარ დედაკაცთა შორის და კურთხეულია შენი მუცლის ნაყოფი. როგორ მოხდა, რომ ჩემი უფლის დედა მოვიდა ჩემთან? რადგან შენი მისალმების ხმა მოსწვდა თუ არა ჩემს ყურს, სიხარულით შეთამაშდა ყრმა ჩემს მუცელში. ნეტარია, ვინც ირწმუნა, ვინაიდან აღსრულდება უფლის მიერ თქმული მის მიმართ”.
ლუკას 1:67-68
და აღივსო სულიწმიდით მამამისი ზაქარია, წინასწარმეტყველებდა და ამბობდა: „კურთხეულ არს უფალი, ისრაელის ღმერთი, რადგან მოხედა თავის ხალხს და გამოსყიდვა მოუმზადა.
ლუკას 10:21
იმ დროს გაიხარა სულში იესომ და თქვა: „გმადლობ შენ, მამაო, უფალო ცისა და მიწისა, რომ ბრძენთა და გონიერთ დაუფარე ეს და ჩვილებს გამოუცხადე. დიახ, მამა, რადგან ასე იყო მოსაწონი შენ წინაშე.
ებრაელთა 1:9
შენ შეიყვარე სიმართლე და შეიძულე ურჯულოება, ამიტომ გცხო ღმერთმა, შენმა ღმერთმა სიხარულის ზეთით, შენს თანამოზიარეებზე მეტად”.
საქმეები 13:52
მოწაფეები კი აღივსებოდნენ სიხარულითა და სულიწმიდით.
საქმეები 16:25
შუაღამისას პავლე და სილა ლოცულობდნენ და უგალობდნენ ღმერთს. პატიმრები კი ყურს უგდებდნენ.
1 თესალონიკელთა 1:6
თქვენ თვითონ გახდით ჩვენი და უფლის მიმბაძველები, რადგან დიდ გასაჭირში მიიღეთ სიტყვა სულიწმიდის სიხარულით.
1 პეტრეს 4:13-14
არამედ გიხაროდეთ როგორც ქრისტეს ტანჯვათა მოზიარეებს, რათა მისი დიდების გამოცხადებაშიც იხაროთ და იმხიარულოთ. თუ ქრისტეს სახელისთვის გაილანძღებით, ნეტარნი ხართ, ვინაიდან დიდების სული – ღმერთის სული – ეშვება თქვენზე, მათით იგმობა, თქვენით კი დიდდება.