მეორე რჯული 30:6
და წინადასცვეთს უფალი, შენი ღმერთი, შენს გულს და შენი შთამომავლობის გულს, რათა გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, მთელი შენი გულითა და მთელი შენი სულით, რათა იცოცხლო.
მეორე რჯული 10:14-16
უფლის, შენი ღმერთის, არის ცანი და ცანი ცათანი, მიწა და ყოველივე, რაც მასზეა. მხოლოდ შენი მამები შეიტკბო უფალმა და შეიყვარა ისინი, და გამოგარჩიათ თქვენ, მათი შთამომავლობა მათ შემდეგ ყველა ხალხიდან, როგორც ამ დღევანდელ დღეს.16 დაიცვითეთ გული და ნუღარ გაჯიუტდებით,
იერემია 4:4
წინადაიცვითეთ უფლისათვის და მოიცილეთ წინადაუცვეთლობა თქვენი გულისა, იუდას ხალხო და იერუსალიმის მკვიდრნო, რათა ცეცხლივით არ გამოვარდეს ჩემი რისხვა და თქვენი ბოროტმოქმედების გამო ისე არ აგიზგიზდეს, რომ ვერავინ ჩააქროს.
რომაელთა 2:25-29
რადგან წინადაცვეთა სასარგებლოა, თუ რჯულს ასრულებ. ხოლო თუ რჯულის დამრღვევი ხარ, შენი წინადაცვეთა წინადაუცვეთლობად იქცევა. მაშ, თუ წინადაუცვეთელი იცავს რჯულის წესებს, განა მისი წინადაუცვეთლობა წინადაცვეთად არ ჩაითვლება? ბუნებით წინადაუცვეთელი, მაგრამ რჯულის დამცველი, განგიკითხავს შენ, წერილითა და წინადაცვეთით რჯულის დამრღვევს. რადგან იუდეველი ის კი არ არის, ვინც გარეგნულადაა ასეთი, და არც წინადაცვეთილობაა ის, რაც გარეგნულადაა ხორცზე, არამედ ვინც შინაგანად, დაფარულად არის იუდეველი, ის არის იუდეველი, და სულით არის გულის წინადაცვეთა და არა ნაწერი ასოებით. და მისი ქება კაცთაგან კი არაა, არამედ ღმერთისგან.
1 კორინთელთა 7:19
არაფერია წინადაცვეთა და არაფერია წინადაუცვეთლობა, არამედ მთავარია ღმერთის მცნებათა დაცვა.
გალატელთა 5:1-13
თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ჩვენ ქრისტემ. მაშ, იდექით და ნუღარ დაიდგამთ მონობის უღელს. აჰა, მე, პავლე, გეუბნებით თქვენ: თუ წინადაიცვეთთ, არავითარი სარგებლობა არ გექნებათ ქრისტესაგან. და კიდევ ვუმოწმებ ყოველ ადამიანს, რომელიც აპირებს წინადაცვეთას, რომ ის ვალდებულია მთელი რჯული შეასრულოს. თქვენ, რომლებიც ცდილობთ რჯულით გაიმართლოთ თავი, განეშორებით ქრისტეს და სწყდებით მადლს. ჩვენ კი სულით, რწმენისაგან, იმედით მოველით სიმართლიანობას. რადგან ქრისტე იესოში ძალა არა აქვს არც წინადაცვეთას, არც წინადაუცვეთელობას, არამედ სიყვარულით მოქმედ რწმენას. კარგად მიდიოდით და ვინ დაგაბრკოლათ, რომ არ დაემორჩილოთ ჭეშმარიტებას? ეს მოსაზრება იმისგან არ არის, ვინც თქვენ მოგიწოდათ. მცირე საფუარი მთელ ცომს აფუებს. მჯერა მე თქვენი უფალში, რომ არ იფიქრებთ სხვანაირად, ხოლო თქვენი აღმაშფოთებელი, ვინც უნდა იყოს, მსჯავრს იტვირთავს. მე კი, ძმებო, თუკი კვლავ ვქადაგებ წინადაცვეთას, რისთვისღა ვიდევნები? მაშინ ჯვრის საცთური მოიხსნებოდა. ნეტა განიდევნებოდნენ თქვენი შემაშფოთებელნი. თქვენ თავისუფლებისათვის ხართ მოწოდებულნი, ძმებო, ოღონდ ეს თავისუფლება არ უნდა გახდეს საბაბი ხორცის საამებლად, არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს.
ფილიპელთა 3:2-9
ერიდეთ ძაღლებს, ერიდეთ ბოროტ მუშაკებს, ერიდეთ დაცვეთას, რადგან წინადაცვეთილობა ჩვენ ვართ – სულით მსახურნი ღმერთისა და ქრისტე იესოში მოქადულნი და ხორცის არამოიმედენი. თუმცა ხორცის იმედიც მაქვს. თუ სხვა ვინმეს ხორცის იმედი აქვს, მე – მით უმეტეს, წინადაცვეთილი მერვე დღეს, ისრაელიანი, ბენიამინის ტომიდან, ებრაელი ებრაელთაგან, რჯულით ფარისეველი, შურით მდევნელი ეკლესიისა, რჯულის სიმართლით, უმწიკვლოდ მყოფი. მაგრამ, რაც ჩემთვის მოგება იყო, წაგებად ჩავთვალე ქრისტეს გულისათვის. დიახ, პირიქით, ყველაფერი წაგებად მიმაჩნია ჩემი უფლის, ქრისტე იესოს ცოდნის უპირატესობისთვის, რის გამოც ყველაფერი დავკარგე და ნაგვად მივიჩნიე, რათა ქრისტე შევიძინო და აღმოვჩნდე მასში არა ჩემი სიმართლით, რაც რჯულიდანაა, არამედ იმით, რაც არის ქრისტეს რწმენის მეშვეობით, რწმენაზე დაფუძნებული ღმერთის სიმართლით,
კოლოსელთა 2:11-13
მასში წინადაიცვითეთ ხელთუქმნელი წინადაცვეთით, ხორცის ცოდვილი სხეულის განძარცვით, ქრისტეს წინადაცვეთით. ნათლისღებით მასთან ერთად დამარხულები, მასთან ერთადვე აღდექით ღმერთის მოქმედების რწმენით, რომელმაც აღადგინა იგი მკვდრეთით. და თქვენც, მკვდრები შეცოდებებში და თქვენი ხორცის წინადაუცვეთლობაში, გაგაცოცხლათ მასთან ერთად. მან მოგვიტევა ყველა შეცოდება.
რომაელთა 4:9-12
მაშ, ეს ნეტარება წინადაცვეთილებზეა თუ წინადაუცვეთლებზეც? ჩვენ ხომ ვამბობთ, რომ აბრაამს რწმენა ჩაეთვალა სიმართლედ. როდის ჩაეთვალა? წინადაცვეთილს თუ წინადაუცვეთელს? არა წინადაცვეთილს, არამედ წინადაუცვეთელს. წინადაცვეთის ნიშანი კი მან მიიღო, როგორც ბეჭედი რწმენით გამართლებისა, რომელიც წინადაუცვეთლობაში ჰქონდა, რომ გამხდარიყო ყველა წინადაუცვეთელი მორწმუნის მამა, რათა მათაც ჩათვლოდათ სიმართლედ. და ასევე ის წინადაცვეთილთა მამაცაა, ოღონდ არა მარტო წინადაცვეთილთა, არამედ მათიც, ვინც მიჰყვება ჩვენი მამის, აბრაამის, რწმენის კვალს, რაც მას ჯერ კიდევ წინადაუცვეთელობისას ჰქონდა.
საქმეები 15:1-19
ჩამოვიდნენ ზოგიერთები იუდეიდან და ასწავლიდნენ ძმებს: „თუ წინადაცვეთას არ მიიღებთ მოსეს წესით, ვერ გადარჩებით.“ და როდესაც პავლეს და ბარნაბას უთანხმოება და არამცირედი დავა მოუხდათ მათთან, გადაწყვიტეს, რომ პავლე, ბარნაბა და ზოგიერთი სხვა მათგანი ამ საკითხის გამო ასულიყვნენ იერუსალიმში მოციქულებთან და უხუცესებთან. ამგვარად, ისინი, ეკლესიისგან წარგზავნილები, ფინიკიისა და სამარიის გავლით წავიდნენ და უამბობდნენ იქ წარმართთა მოქცევაზე და ამით ყველა ძმათაგანს დიდ სიხარულს ანიჭებდნენ. იერუსალიმში რომ მივიდნენ, მიღებულ იქნენ ეკლესიის, მოციქულებისა და უხუცესების მიერ. და აუწყეს, რამდენი რამ მოიმოქმედა ღმერთმა მათთან. წამოდგნენ ზოგიერთი მორწმუნენი ფარისეველთა დასიდან და თქვეს, რომ საჭიროა წინადაიცვითონ და ებრძანოთ, დაიცვან მოსეს რჯული. შეიკრიბნენ მოციქულები და უხუცესები ამ საქმის გასარჩევად. ხანგრძლივი გამოძიების შემდეგ ადგა პეტრე და უთხრა მათ: „ძმებო, თქვენ იცით, რომ ღმერთმა პირველი დღეებიდანვე ამომირჩია თქვენს შორის, რათა წარმართებს ჩემი პირით მოესმინათ სახარების სიტყვა და ერწმუნათ. გულთამხილველმა ღმერთმა დაუმოწმა მათ სულიწმიდის მიცემით, როგორც ჩვენ. განსხვავება წაშალა ჩვენსა და მათ შორის, როდესაც რწმენით განწმიდა მათი გულები. ახლა რატომ სცდით ღმერთს და ქედზე ადგამთ მოწაფეებს უღელს, რომლის ტარება ვერც ჩვენმა მამებმა შეძლეს და ვერც ჩვენ? მაგრამ გვჯერა, რომ უფალი იესოს მადლით გადავრჩებით ისევე, როგორც ისინი.“ ყველანი დუმილით უსმენდნენ ბარნაბასა და პავლეს, რომლებიც მოუთხრობდნენ, თუ რა ნიშნები და სასწაულები მოახდინა ღმერთმა მათ მიერ წარმართებს შორის. მათი დადუმების შემდეგ დაიწყო იაკობმა და თქვა: „ძმებო, მომისმინეთ: სიმონმა მოგვითხრო, როგორ მოხედა ღმერთმა თავიდანვე წარმართებს, რომ წარმართთაგან გამოეკრიბა ხალხი თავისი სახელისათვის.15 ამასვე ეთანხმება წინასწარმეტყველთა სიტყვები, როგორც დაწერილია: ‘ამის შემდეგ დავბრუნდები და აღვადგენ დავითის დამხობილ სახლს; დანგრეულს აღვადგენ და კვლავ აღვმართავ, რათა ეძიონ დანარჩენმა ადამიანებმაც უფალი და ჩემი სახელით წოდებულმა ყველა ერმაც, – ასე ამბობს უფალი, მოქმედი ყოველივესი, რაც ძველთაგანვეა ცნობილი.’ ამიტომ მე ვფიქრობ, არ დავამძიმოთ ისინი, ვინც წარმართთაგან ღვმერთისკენ არიან მოქცეულნი,