ესაია 14:12-13
როგორ ჩამოვარდი ციდან, მთიებო, განთიადის ძევ, მიწას დაენარცხე! ხალხთა მძლეველო. შენ კი ამბობდი შენს გულში: ‘ცაში ავალ, ღმერთის ვარსკვლავებს, ზემოთ, მაღლა ავწევ ჩემს ტახტს, და დავჯდები საკრებულო მთაზე, ჩრდილოეთის კიდეებზე.
დანიელი 7:11
მაშინ ვიხილე: იმ ამპარტავნული სიტყვების გამო, რქა რომ ამბობდა, ჩემს თვალწინ, მოკლულ იქნა ის მხეცი; მისი გვამი კი შეიმუსრა და ცეცხლს მიეცა დასაწველად.
დანიელი 11:36
თავის ნებაზე მოიქცევა მეფე: თავს აღიზევებს და განიდიდებს ყველა ღმერთზე და საკვირველებებს ილაპარაკებს ღმერთთა ღმერთის წინააღმდეგ, და წარმატებული იქნება გულისწყრომის დასრულებამდე, რადგან ნაბრძანები აღსრულდება.
საქმეები 8:9-10
იმავე ქალაქში იყო ერთი კაცი, სახელად სიმონი, რომელიც ადრევე ჯადოქრობას ეწეოდა და აოცებდა სამარიელ ხალხს, თავი დიდ ვინმედ მოჰქონდა. ყურს უგდებდა მას ყველა, დიდიან-პატარიანად, და ამბობდა: „ეს ის ღვთიური ძალაა, დიდად რომ იწოდება.”
2 თესალონიკელთა 2:3-4
არანაირად არ გაცდუნოთ ვინმემ, ვინაიდან ის დღე არ დადგება, სანამ ჯერ განდგომილება არ მოვა და არ გამოჩნდება ურჯულოების კაცი, ძე დაღუპვისა, წინააღმდგომი და აღზევებული ყოველივეზე მაღლა, რაც კი რამ სახელდებულია ღმერთად და სამსახურებლად. ისე რომ, ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება იგი, როგორც ღმერთი და თავს ღმერთად გამოაცხადებს.
2 პეტრეს 2:17-18
ესენი არიან დამშრალი წყაროები და ქარიშხლის მიერ დევნილი ღრუბლები. მათთვის გამზადებულია საუკუნო წყვდიადი. ვინაიდან მაღალფარდოვანი ლაქლაქით ხორციელ გულისთქმებში და გარყვნილებაში ითრევენ იმათ, ვინც ეს-ესაა ჩამოსცილდნენ ცდომილებაში მყოფთ.