ბიბლიის მუხლები თემაზე
სიღრმეები
7 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
-
იობი 38:16-20
თუ ჩაგიღწევია ზღვის წყაროებამდე, და თუ გივლია უფსკრულის ფსკერზე?თუ გახსნილან შენს წინაშე სიკვდილის ბჭენი, და ბნელეთის ბჭენი თუ გინახავს? თუ გამოგიკვლევია დედამიწის სიგრძე-სიგანე? მითხარი, თუ იცი ეს ყველაფერი? სად არის გზა ნათლის სავანისა? და სად არის წყვდიადის ადგილი? რომ მიაღწიო მის საზღვარს და მიაგნო მისი სახლის ბილიკებს.
-
ფსალმუნები 63:6
სიმრუდეს ფიქრობენ: ჩვენ მზადა ვართ, საიდუმლოდ აღვასრულებთ ჩვენს გეგმას. – რადგან შიგანი კაცისა და გული ღრმაა!
-
ეზეკიელი 23:32
ასე ამბობს უფალი ღმერთი: შენი დის სასმისს შესვამ, ღრმასა და ფართოს და იქნები დასაცინი და მასხარად აგდებული; ბევრს იტევს იგი.
-
დანიელი 2:21-22
იგი ცვლის დრო-ჟამს, იგი ამხობს მეფეებს და იგივე აღაზევებს მათ; ბრძენთ სიბრძნეს აძლევს და გონიერთ – ცოდნას; ააშკარავებს ღრმასა და დაფარულს, იცის, რა იმალება წყვდიადში, და ნათელი მასთანაა დავანებული.
-
იოანეს 4:11
ეუბნება მას ქალი: „უფალო, არც ჯამი გაქვს და ეს ჭაც ღრმაა. საიდანა გაქვს ცოცხალი წყალი?
-
1 კორინთელთა 2:9-10
მაგრამ, როგორც წერია: „რაც თვალს არ უნახავს, ყურს არ სმენია, კაცს გულში არ გაუვლია, ის მოუმზადა ღმერთმა თავის მოყვარულთ.“ ჩვენ კი გაგვიცხადა ეს ღმერთმა თავისი სულით. რადგან სული ჭვრეტს ყოველივეს, ღმერთის სიღრმეებსაც.
-
ეფესელთა 4:9
ხოლო „ავიდა“ განა არ ნიშნავს იმას, რომ იგი პირველად მიწის ქვესკნელში ჩავიდა?