ფსალმუნები 118:18
აღმიხილე თვალნი, რათა ვჭვრეტდე შენი რჯულის საოცრებებს!
მათეს 7:5
თვალთმაქცო, ჯერ შენი თვალიდან ამოიღე დირე და მერე დაინახავ, როგორ ამოიღო წველი შენი ძმის თვალიდან.
1 კორინთელთა 13:12
რადგან ახლა ჩვენ ვხედავთ სარკეში, ბუნდოვნად, მაშინ კი პირისპირ ვიხილავთ. ახლა ვიცი მცირეოდენი, ხოლო მაშინ შევიცნობ ისე, როგორც მე ვარ შეცნობილი.
2 კორინთელთა 4:6
რადგან ღმერთმა, რომელმაც ბრძანა, რომ ნათელი ბნელიდან გამობრწყინებულიყო, მან გაანათა ჩვენს გულებში, რათა გაგვინათოს ღმერთის დიდების ცოდნის ნათელმა ქრისტეს პირისახეში.
ეფესელთა 1:17-18
რათა მოგცეთ თქვენ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთმა, დიდების მამამ, სიბრძნისა და გამოცხადების სული მის შესაცნობად, და განათლდნენ თქვენი გულის თვალები, რათა იცოდეთ, რა არის მისი მოწოდების იმედი და როგორია მისი დიდებული მემკვიდრეობის სიმდიდრე წმიდათათვის,
გამოცხადება 3:18
გირჩევ, იყიდო ჩემგან ცეცხლში განწმედილი ოქრო, რომ გამდიდრდე, და თეთრი სამოსი, რომ შეიმოსო და აღარ ჩანდეს შენი სიშიშვლის სირცხვილი, და მალამო, რათა წაიცხო თვალებზე და ხედავდე.
ესაია 42:7
რათა აუხილო ბრმებს თვალები, რათა პატიმარნი ამოიყვანო საპყრობილიდან, და წყვდიადიდან – ბნელში მსხდომნი.
საქმეები 26:18
მათი თვალების ასახელად და მოსაქცევად ბნელიდან ნათლისაკენ და სატანის ხელმწიფებიდან ღმერთისაკენ, რათა ჩემდამი რწმენით მიიღონ ცოდვების მიტევება და წილი განწმედილებთან ერთად.’
ფსალმუნები 118:130
საწყისი შენი სიტყვებისა ანათებს, გონიერებას ანიჭებს მიამიტებს.
ლუკას 24:29-31
მაგრამ ისინი აკავებდნენ მას და ეუბნებოდნენ: „დარჩი ჩვენთან, რადგან დღე უკვე მიიწურა და მწუხრი ჩამოდგა.“ ისიც შევიდა მათთან დასარჩენად. და მოხდა ისე, რომ მათთან ინახით ჯდომისას, მან აიღო პური, აკურთხა, გატეხა და მისცა მათ. და აეხილათ თვალი და იცნეს. მაგრამ ის უჩინარი შეიქნა მათთვის.
რიცხვნი 12:5-9
და ჩამოვიდა უფალი ღრუბლის სვეტში, და დადგა კარვის შესასვლელთან, და მოუხმო აარონსა და მირიამს, და ორივე გავიდა. და უთხრა: „ისმინეთ ჩემი სიტყვები: თუ არის ვინმე თქვენგანი უფლის წინასწარმეტყველი, მე, უფალი, ხილვაში ვეცხადები მას, სიზმარში ვლაპარაკობ მასთან. მაგრამ ასე არაა ჩემს მსახურ მოსესთან; მას მინდობილი აქვს მთელი ჩემი სახლი. მასთან მე პირისპირ ვლაპარაკობ, ცხადლივ და არა იგავებით, უფლის სახეს ჭვრეტს იგი. და აღინთო რისხვა უფლისა მათ მიმართ, და წავიდა იგი.
აბაკუმი 2:2
მომიგო უფალმა და მითხრა: ჩაწერე ხილვა, ქვის დაფებზე ამოკვეთე, რომ სწრაფად წაიკითხოს მკითხველმა.