შეჯიბრებები ბიბლიის მუხლები

იგავნი 24:17-18
შენი მტრის დაცემისას ნუ გაიხარებ და მისი წაბორძიკებისას ნუ ილხენს შენი გული, თორემ იხილავს უფალი და ცუდად გამოჩნდება მის თვალში და მოაქცევს მისგან თავის რისხვას.

ეკლესიასტე 9:11
ისიც ვიხილე მზისქვეშეთში, რომ მკვირცხლთა ნებაზე არაა რბოლა, არც მამაცთა ნებაზეა ომი, არც ბრძენთა ნებაზეა პური, არც გონიერთა ნებაზეა სიმდიდრე, არც მცოდნეთა ნებაზეა მადლი; რადგან დრო და შემთხვევა განაგებს ყველაფერს.

1 კორინთელთა 9:24-27
არ იცით, რომ ასპარეზზე მორბენალნი ყველანი გარბიან, მაგრამ მხოლოდ ერთი იღებს ჯილდოს? მაშ, ირბინეთ ისე, რომ მოიპოვოთ ჯილდო. ყველა, ვინც იღწვის, თავს იკავებს ყველაფრისაგან. ისინი – ხრწნადი გვირგვინის მისაღებად, ჩვენ კი – უხრწნადის მოსაპოვებლად. ამიტომ მე უმიზნოდ კი არ მივრბივარ, ისე კი არ ვიბრძვი, თითქოს ჰაერს ვებრძოდე, არამედ ვთრგუნავ და ვიმონებ ჩემს სხეულს, რათა სხვებისთვის მქადაგებელი, თვითონ არ აღმოვჩნდე უღირსი.

ფსალმუნები 18:5
ვითარცა ნეფე, გამოდის ის საქორწინო ტავხტრევანიდან; ვითარცა გმირი, ხარობს ის გარბენას გზისას.

ფილიპელთა 2:3-4
არაფერი გააკეთოთ ჯიბრით ან ამპარტავნებით, არამედ თავმდაბლად ერთმანეთი საკუთარ თავზე მეტად შერაცხეთ. თითოეული მარტო თავის თავზე კი ნუ იზრუნებს, არამედ სხვებზეც.

კოლოსელთა 3:23
ყოველივე, რასაც აკეთებთ, გააკეთეთ გულით, როგორც ღმერთისათვის და არა კაცთათვის.

2 ტიმოთეს 2:5
შეჯიბრშიც გვირგვინს ვერავინ მიიღებს, თუ უწესოდ იბრძოლებს.

კოლოსელთა 3:17
და ყოველივე, რასაც თქვენ აკეთებთ სიტყვით თუ საქმით, გააკეთეთ უფალი იესოს სახელით და მადლობა შესწირეთ მამა ღმერთს მის მიერ.

გალატელთა 6:4
ხოლო თვითეულმა თავისი საქმე გამოსცადოს და მაშინ ექნება სიქადული თავის თავში და არა სხვაში.