საყვარელი მოწაფე ბიბლიური ციტატები

იოანეს 20:8
მაშინ შევიდა სხვა მოწაფეც, პირველი რომ მივიდა სამარხთან, იხილა და ირწმუნა,

იოანეს 21:20
მობრუნებულმა პეტრემ დაინახა, რომ უკან მოსდევდა მოწაფე, რომელიც უყვარდა იესოს, სწორედ ის, უბეზე რომ მიეკრა სერობისას და ჰკითხა: უფალო, ვინ არისო, შენი გამცემი?

იოანეს 13:23
ერთი მოწაფეთაგანი, რომელიც უყვარდა იესოს, უბეზე მიყრდნობოდა მას.

იოანეს 19:26
დაინახა იესომ იქ მდგომი დედა და მოწაფე, რომელიც უყვარდა; უთხრა დედას: „დედაკაცო, აჰა, შენი ძე!”

იოანეს 20:2
სირბილით მივიდა სიმონ-პეტრესა და სხვა მოწაფესთან, რომელიც უყვარდა იესოს, და უთხრა: „უფალი წაუღიათ სამარხიდან და არ ვიცით, სად დაასვენეს”.

იოანეს 21:7
მოწაფემ, იესოს რომ უყვარდა, უთხრა პეტრეს: „ეს უფალია”. როცა გაიგონა სიმონ-პეტრემ, უფალიაო, მოსასხამი მოიხვია, რადგან შიშველი იყო, და ზღვაში გადაეშვა.