სახლების აშენება ბიბლიის მუხლები

იგავნი 24:3
სიბრძნით აშენდება სახლი და გონებით განმტკიცდება,

ფსალმუნები 126:1
სადაც უფალი არ ააშენებს სახლს, იქ ამაოდ გაირჯებიან მისი მშენებლები; სადაც უფალი არ დაიცავს ქალაქს, იქ ამაოდ ფხიზლობს გუშაგი.

მეორე რჯული 8:12
როცა ჭამთ და გაძღებით, და აიშენებთ მშვენიერ სახლებს და მათში იცხოვრებთ,

იერემია 22:13-14
ვაი იმას, ვინც უსამართლობით აშენებს თავის სახლს და უკანონოდ – თავის ქორედებს! თავის მოყვასს მუქთად ამუშავებს და მის გასამრჯელოს არ აძლევს მას. ვინც ამბობს: ‘ავიშენებ ფართო სახლს და ვრცელ ქორედებს, და გაჭრის თავისთვის სარკმელებს და კედრით შემოფიცრავს და სინგურით შეღებავს.

ანგია 1:9
„ბევრის მოლოდინი გაქვთ, მაგრამ მცირედი გისრულდებათ. რაც სახლში მიგაქვთ, იმასაც ვანიავებ. რატომ?” – ამბობს ცაბაოთ უფალი. – „იმიტომ, რომ მიგდებულია ჩემი სახლი, თქვენ კი ყველანი თქვენს სახლებზე ზრუნავთ.

3 მეფეთა 2:36
და გაგზავნა, და შეუთვალა მეფემ შიმყის და უთხრა: „აიშენე სახლი იერუსალიმში და იცხოვრე იქ. ნურსად ნუ გახვალ იქიდან.

ზაქარია 5:11
მითხრა: „შინეარის ქვეყანაში, რომ სახლი აუშენონ. და როცა მზად იქნება, თავის ადგილზე დაიდგმება იგი.”

ებრაელთა 3:3
ვინაიდან ის მოსესთან შედარებით მეტი დიდების ღირსია, ისევე, როგორც სახლზე მეტი პატივი აქვს სახლის აღმშენებელს.

ებრაელთა 3:4
ვინაიდან ყოველ სახლს ვინმე აშენებს, ხოლო ყოველივეს აღმშენებელი ღმერთია.