სახარების გაზიარება ბიბლიური ციტატები

მათეს 28:19
ამიტომ წადით და დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და მონათლეთ ისინი მამის, ძის და სულიწმიდის სახელით.

მარკოზის 16:15-16
უთხრა მათ: „წადით მთელ ქვეყნიერებაზე და ყველა ქმნილებას უქადაგეთ სახარება. ვინც ირწმუნებს და მოინათლება, გადარჩება; ხოლო, ვინც არ ირწმუნებს, მსჯავრდადებული იქნება.

საქმეები 1:8
არამედ თქვენ მიიღებთ ძალას, როცა გადმოვა სულიწმიდა თქვენზე და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და დედამიწის კიდემდე”.

საქმეები 2:39
რადგან თქვენ გეკუთვნით აღთქმა, და თქვენს შვილებს, და ყველა შორეულს, ვისაც კი მოუხმობს უფალი, ჩვენი ღმერთი”.

საქმეები 2:41
ამრიგად, ვინც მიიღო მისი სიტყვა, კიდეც მოინათლა და სამი ათასამდე სული შეემატათ იმ დღეს.

საქმეები 8:5
ფილიპე სამარიელთა ქალაქში ჩავიდა და მათ უქადაგებდა ქრისტეს.

საქმეები 8:12
ხოლო, ერწმუნენ რა ფილიპეს, რომელიც ღმერთის სამეფოსა და იესო ქრისტეს სახელს ახარებდა, ინათლებოდნენ როგორც მამაკაცები, ისე დედაკაცებიც.

საქმეები 8:26-32
უთხრა უფლის ანგელოზმა ფილიპეს: „ადექი და სამხრეთით დაუყევი უდაბურ გზას, რომელიც იერუსალიმიდან ღაზას ეშვება”. ადგა და წავიდა. და აჰა, ერთი ეთიოპიელი კაცი, საჭურისი, ეთიოპიის დედოფლის, კანდაკის დიდებული, მთელი მისი საგანძურის მცველი, რომელიც თაყვანსაცემად იყო მოსული იერუსალიმში; უკან ბრუნდებოდა და ეტლში მჯდომი, წინასწარმეტყველ ესაიას კითხულობდა. მაშინ უთხრა სულმა ფილიპეს: „მიდი, ახლოს დაუდექი მაგ ეტლს”. ფილიპემ მიირბინა და მოისმინა, რომ წინასწარმეტყველ ესაიას კითხულობდა და ჰკითხა: „თუ გესმის, რას კითხულობ?” მიუგო მან: „როგორ გავიგებ, თუ არავინ განმიმარტავს?” და სთხოვა ფილიპეს ასულიყო და მის გვერდით დამჯდარიყო. წერილის ადგილი, რომელსაც საჭურისი კითხულობდა, ეს იყო: “დასაკლავი კრავივით წაიყვანეს, და როგორც ცხვარი დუმს მპარსველის წინაშე, ისე არ დაუძრავს ბაგე.

საქმეები 8:36:39
განაგრძეს გზა და წყალს მიადგნენ. უთხრა საჭურისმა: „აჰა, წყალი. რა მაბრკოლებს რომ მოვინათლო?” ფილიპემ მიუგო: „თუ მთელი გულით გწამს, შეიძლება”. მან უპასუხა: „მწამს, რომ იესო ქრისტე ღვთის ძეა”. უბრძანა ეტლი გაეჩერებინათ. ფილიპე და საჭურისი ერთად ჩავიდნენ წყალში, და მონათლა იგი. როგორც კი წყლიდან ამოვიდნენ, უფლის სულმა წარიტაცა ფილიპე, ისე რომ, ვეღარ დაინახა იგი საჭურისმა და გახარებულმა გააგრძელა გზა.

საქმეები 10:34-48
გახსნა ბაგეები პეტრემ და უთხრა: „ჭეშმარიტად ვრწმუნდები, რომ ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველი ერიდან ღებულობს იგი მის მოშიშებს და სიმართლის მოქმედთ. მან მოუვლინა ისრაელიანებს სიტყვა და ახარა მშვიდობა, იესო ქრისტეს მეშვეობით; ის არის ყოველთა უფალი! თქვენ იცით, რა მოხდა გალილეიდან დაწყებული მთელ იუდეაში, იმ ნათლისღების შემდეგ, იოანე რომ ქადაგებდა; როგორ სცხო ღმერთმა სულიწმიდით და ძალით იესო ნაზარეველს, რომელიც დადიოდა, ქველმოქმედებდა და კურნავდა ეშმაკისგან ყველა გატანჯულს, რადგან ღმერთი იყო მასთან. ჩვენა ვართ ყოველივე იმის მოწმენი, რაც მან გააკეთა იუდეის ქვეყანასა და იერუსალიმში, ბოლოს კი მოკლეს ძელზე დაკიდებით. მაგრამ ღმერთმა აღადგინა იგი მესამე დღეს და მისცა მას, რომ გამოცხადებოდა, არა მთელ ხალხს, არამედ ღმერთის მიერ წინასწარ ამორჩეულ მოწაფეებს, ჩვენ, რომლებიც მასთან ერთად ვჭამდით და ვსვამდით მისი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ. მან გვიბრძანა, ვუქადაგოთ და დავუმოწმოთ ხალხს, რომ ის არის ღვთისგან დანიშნული ცოცხალთა და მკვდართა მსაჯულად. მასზე ამოწმებს ყველა წინასწარმეტყველი, რომ ყოველი მისი მორწმუნე მისი სახელით მიიღებს ცოდვათა მიტევებას. პეტრე ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, რომ სულიწმიდა გადმოვიდა ყველაზე, ვისაც ეს სიტყვა ესმოდა. მორწმუნენი წინადაცვეთილთაგან, რომლებიც პეტრეს მოჰყვნენ, გაოცდნენ, რომ წარმართებსაც მოეფინათ სულიწმიდის ნიჭი, რადგან ესმოდათ, როგორ ლაპარაკობდნენ ენებზე და ადიდებდნენ ღმერთს. მაშინ თქვა პეტრემ: „ვის შეუძლია წყლით ნათლობა დაუკავოს იმათ, ვინც ჩვენსავით მიიღეს სულიწმიდა?” და უბრძანა მათ, იესო ქრისტეს სახელით მონათლულიყვნენ. მაშინ სთხოვეს, რამდენიმე დღე დარჩენილიყო მათთან.

რომაელთა 12:12-15
იმედით იხარეთ, მომთმენნი იყავით გასაჭირში, ლოცვაში – მდგრადნი. მონაწილეობა მიიღეთ წმიდათა საჭიროებაში, ესწრაფეთ სტუმართმოყვარეობას. ლოცეთ თქვენი მდევნელები, ლოცეთ და ნუ წყევლით. მოხარულებთან იხარეთ და მოტირალებთან იტირეთ.