ბიბლიის მუხლები თემაზე
სამსჯავრო მოდის
6 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
-
მათეს 3:7
დაინახა რა მისკენ მოსანათლად მომავალი მრავალი ფარისეველი და სადუკეველი, უთხრა მათ: ,,იქედნეთა ნაშობნო, ვინ შთაგაგონათ მომავალი რისხვისგან გაქცევა?
-
ლუკას 3:7
ეუბნებოდა მოსანათლად მოსულ ხალხს: ,,იქედნეთა ნაშობნო, ვინ შთაგაგონათ რომ გაექცეთ მომავალ რისხვას?
-
1 თესალონიკელთა 1:10
და მოელოდეთ ზეციდან მის ძეს, რომელიც მკვდრეთით აღადგინა; იესოს, რომელიც მომავალი რისხვისგან გვიხსნის ჩვენ.
-
საქმეები 24:25
პავლემ სამართლიანობაზე, თავშეკავებასა და მომავალ განკითხვაზე ილაპარაკა, ამიტომ ფელიქსი შეშინდა და უთხრა: "ახლა წადი და როცა მოვიცლი, დაგიძახებ”.
-
ლუკას 21:6
,,დადგება დღეები, როცა ამათგან, რასაც აქ ხედავთ, ქვა ქვაზე არ დარჩება, ყველაფერი ჩამოიქცევა”.
-
ლუკას 23:29
რადგან, აჰა, მოდის დღეები, როცა იტყვიან: ნეტარ არიან უნაყოფონი და საშონი, რომელთაც არ უშვიათ, და ძუძუნი, რომელთაც არ უკვებიათ!