ბიბლიის მუხლები თემაზე
რწმენის დამოკიდებულებები
5 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
-
იობი 13:15
რომ მომკლას კიდეც, მაინც მისი იმედი მექნება, მაინც დავიცავ ჩემს გზებს მის წინაშე.
-
ფსალმუნები 24:5
წარმიძეღ შენი ჭეშმარიტებით და მასწავლე, რადგან შენ ხარ ღმერთი ჩემი ხსნისა; შენით ვიმედოვნებ ყოველდღე.
-
ესაია 40:31
ხოლო უფლის მოიმედენი ძალას განიახლებენ; ასწევენ ფრთებს, როგორც არწივები, გაიქცევიან და არ დაიქანცებიან, ივლიან და არ დაიღლებიან.
-
მიქა 7:7
მე კი უფალს შევცქერი, ვესავ ჩემი ხსნის ღმერთს. შემიწყნარებს ჩემი ღმერთი.
-
რომაელთა 4:18
იგი უსასოობაში ერწმუნა სასოებით, რათა გამხდარიყო მრავალი ერის მამა, როგორც ნათქვამია: „ასე იქნება შენი მოდგმა.