1 იოანის 5:13
ეს მოგწერეთ თქვენ, ღმერთის ძის სახელის მორწმუნენო, რათა იცოდეთ, რომ საუკუნო სიცოცხლე გაქვთ.
საქმეები 16:31
მათ უთხრეს: „იწამე უფალი იესო და გადარჩები შენც და მთელი შენი სახლეულიც“.
რომაელთა 10:9-10
იმიტომ, რომ თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა მკვდრეთით აღადგინა იგი, გადარჩები. ვინაიდან გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად.
რომაელთა 8:1
ამიტომ ახლა არავითარი მსჯავრი არ არის მათზე, ვინც ქრისტე იესოში დადის არა ხორციელად, არამედ სულიერად.
იოანეს 3:16
ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.
ეფესელთა 1:13-14
მასში ხართ თქვენც, ვინც მოისმინეთ ჭეშმარიტების სიტყვა, თქვენი გადარჩენის სახარება, იწამეთ იგი და დაიბეჭდეთ აღთქმული სულიწმიდით, რომელიც ჩვენი მემკვიდრეობის საწინდარია ქონების გამოსყიდვაში, ღმერთის დიდების საქებრად.
იოანეს 10:28-30
მე მათ საუკუნო სიცოცხლეს ვაძლევ და არ დაიღუპებიან საუკუნოდ; და ვერავინ წამგლეჯს მათ ხელიდან. მამაჩემი, რომელმაც მომცა ისინი, ყველაზე დიდია და არავის ძალუძს მამაჩემის ხელიდან წაგლეჯა. მე და მამა ერთი ვართ“
ებრაელთა 6:18-20
რათა ორ ურყევ რამეში, რაშიც შეუძლებელია მოგვატყუოს ღმერთმა, მტკიცე ნუგეშისცემა გვქონდეს ჩვენ, ვინც შევეფარეთ, რათა ჩავჭიდებოდით ჩვენ წინ მდებარე იმედს, რომელიც ჩვენთვის სანდო და მტკიცე ღუზასავითაა და შედის ფარდის მიღმა, სადაც შევიდა იესო ჩვენს წინამორბედად და გახდა საუკუნო მღვდელმთავარი მელქისედეკის წესით.
ეფესელთა 1:6
თავისი მადლის დიდების საქებრად, რომელიც მადლით მოგვანიჭა თავის საყვარელ ძეში,