რჯულის შესწავლა ბიბლიური ციტატები

ეზრა 7:6
ეს ეზრა ამოვიდა ბაბილონიდან. უფლის, ისრაელის ღმერთის მიერ მოსესთვის მიცემულ რჯულში განსწავლული მწიგნობარი იყო იგი. ყოველივე მისცა მას, მისი თხოვნისამებრ მეფემ, ვინაიდან უფლის, მისი ღმერთის ხელი იყო მასზე.

ეზრა 7:10
რადგან გულში ჩაიდო ეზრამ, უფლის რჯულის ძიება, მისი შესრულება და წესებისა და დადგენილებების სწავლება ისრაელში.

ნეემია 8:1-3
და ერთი კაცივით შეიკრიბა მთელი ხალხი იმ მოედანზე, წყლის კარიბჭის წინ რომ იყო, და უთხრეს ეზრა მწიგნობარს, მოეტანა მოსეს რჯულის წიგნი, რომელიც უფალმა მისცა ისრაელს. მეშვიდე თვის პირველ დღეს გამოიტანა ეზრა მღვდელმა წიგნი კრებულის წინაშე, რომელიც შედგებოდა: მამაკაცებისგან, დედაკაცებისგან და ყველა იმათგან, ვისაც მოსმენისა და გაგების უნარი შესწევდა.  განთიადიდან შუადღემდე კითხულობდა მოედანზე, რომელიც წყლის კარიბჭის წინ იყო, მამაკაცთა, დედაკაცთა და გამგებთა წინაშე; მთელი ხალხის ყურადღება რჯულის წიგნზე იყო მიპყრობილი.

იერემია 18:18
თქვეს: „მოდით, პირი შევკრათ იერემიას წინააღმდეგ, რადგან მღვდელს რჯული არ დაეკარგება, ბრძენს – რჩევა და წინასწარმეტყველს – სიტყვა; მოდით და ენით განვგმიროთ იგი, რომ ყური აღარ ვუგდოთ მის სიტყვებსო”.

იერემია 13:15
რჯულისა და წინასწარმეტყველთა კითხვის დასრულების შემდეგ სინაგოგის უფროსებმა კაცი მიუგზავნეს მათ და უთხრეს: „კაცნო, ძმანო, თუ რამე შეგონების სიტყვა გაქვთ ამ ხალხისთვის სათქმელი, თქვით”.

საქმეები 28:23
დღე დაუნიშნეს და ბევრი მივიდა მის სადგომში; პავლე დილიდან საღამომდე არწმუნებდა მათ და უმოწმებდა ღმერთის სამეფოზე და მოსეს რჯულიდან და წინასწარმეტყველთაგან იესოს შესახებ უდასტურებდა.

რომაელთა 2:18
იცი მისი ნება, არჩევ უკეთესს უარესისგან, რადგან რჯულიდან გისწავლია,

2 კორინთელთა 3:15
მაგრამ დღემდე, მოსეს რომ კითხულობენ, რიდე ადევთ გულზე,

1 ტიმოთეს 1:8
ხოლო ჩვენ ვიცით, რომ რჯული მაშინ არის კეთილი, თუ ვინმე კანონიერად იყენებს მას.