რასიზმი ბიბლიური ციტატები

იგავნი 22:2
მდიდრები და ღარიბები ერთმანეთს ხვდებიან: ყველა მათგანის შემქმნელი კი უფალია.

იგავნი 24:23
ესეც ბრძენთა გამონათქვამია: მიკერძოება სასამართლოზე კარგი არ არის.

იგავნი 29:13
ღატაკსა და მჩაგვრელს ერთი აქვთ საერთო; ორივესთვის უფალია თვალის ჩინის მიმცემი.

საქმეები 10:28
უთხრა: „როგორც იცით, იუდეველ კაცს ეკრძალება ურთიერთობა და დაახლოება უცხოტომელთან; მაგრამ მე ღმერთმა მაჩვენა, რომ არც ერთი ადამიანისთვის არ მეწოდებინა ბიწიერი ან უწმიდური.

საქმეები 10:34-35
გახსნა ბაგეები პეტრემ და უთხრა: „ჭეშმარიტად ვრწმუნდები, რომ ღმერთი მიკერძოებული არ არის,  არამედ ყოველი ერიდან ღებულობს იგი მის მოშიშებს და სიმართლის მოქმედთ.

საქმეები 17:26
ერთიდან შექმნა ადამიანთა ყოველი ხალხი, რათა დედამიწის ზურგზე დასახლებულიყვნენ; წინასწარ დააწესა მათ დასასახლებლად დრონი და საზღვრები,

რომაელთა 10:12-13
და ამაში არ არის განსხვავება იუდეველსა და წარმართს შორის, ვინაიდან ერთი უფალი არის ყველაზე; ის უხვია ყველასათვის, ვინც მოუხმობს მას.  რადგან ყოველი, ვინც მოუხმობს უფლის სახელს, გადარჩება.

გალატელთა 3:28
და აღარ არსებობს არც იუდეველი და არც ბერძენი, არც მონა და არც თავისუფალი, არც მამრი და არც მდედრი, ვინაიდან თქვენ ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში.

კოლასელთა 3:1
ამრიგად, თუ ქრისტესთან ერთად აღსდექით, ეძიეთ რაც მაღლაა, სადაც ქრისტე ზის ღმერთის მარჯვნივ.

1 იოანეს 2:11
თავისი ძმის მოძულე კი სიბნელეშია და ბნელში დადის და არ იცის საით მიდის, რადგან სიბნელემ დაუბრმავა თვალები.

Close
Close