ესაია 53:5-6
მაგრამ ის დაჭრილი იყო ჩვენი ცოდვების გამო, და ტანჯული ჩვენი უკეთურების გამო; ჩვენი სასჯელი მასზე იყო; და მისი წყლულებით ჩვენ განვიკურნეთ. ჩვენ ყველას გზა აგვებნა ცხვრებივით და თითოეული ჩვენგანი თავის გზას დაადგა. უფალმა მას დააკისრა ყველა ჩვენგანის ცოდვები.
1 პეტრეს 2:24
რომელმაც ჩვენი ცოდვები თვით აზიდა ძელზე თავისი სხეულით, რათა ცოდვისათვის მკვდრებმა სიმართლისათვის ვიცოცხლოთ; მისი ჭრილობებით განიკურნეთ თქვენ.
დაბადება 3:15
მე მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და დედაკაცს შორის, და შენს მოდგმასა და დედაკაცის მოდგმას შორის: მისი მოდგმა თავს გაგიჭეჭყავს; შენ კი მას ქუსლს დაუგესლავ!“
გალატელთა 6:17
ამიერიდან ნუღარავინ შემაწუხებს, რადგან უფალ იესოს წყლულებს ვატარებ ჩემი სხეულით.