ბიბლიის მუხლები თემაზე
ქრისტე მარადიულია
7 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
-
ებრაელთა 13:8
იესო ქრისტე იგივეა გუშინ და დღეს და უკუნისამდე.
-
ებრაელთა 7:3
უმამო, უდედო, უგვარტომო, არც დღეთა დასაბამი აქვს, არც სიცოცხლის დასასრული, ღმერთის ძის მსგავსად რჩება ის მღვდლად სამარადისოდ.
-
ფსალმუნები 101:27
შენ კი იგივე ხარ, და შენი წლები არ დაილევა!
-
ებრაელთა 1:12
მოსასხამივით დაახვევ მათ და სამოსელივით გამოიცვლებიან. შენ კი იგივე ხარ და შენი წლები არ დასრულდება.
-
ფსალმუნები 71:17
მისი სახელი იქნება უკუნისამდე, ვიდრე მზე არსებობს, იბრწყინებს მისი სახელი, და იკურთხებიან მის მიერ ქვეყნიერების ყოველი ტომი, ყოველი ხალხი შენატრებს მას.
-
გამოცხადება 1:18
და ცოცხალი. მკვდარი ვიყავი და, აჰა, ცოცხალი ვარ უკუნითი უკუნისამდე. მიპყრია სიკვდილისა და ჯოჯოხეთის კლიტენი.
-
ებრაელთა 7:21-24
ვინაიდან ისინი გახდნენ მღვდლები ფიცის გარეშე, ეს კი – ფიცით მის მიერ, რომელმაც უთხრა მას: „დაიფიცა უფალმა და არ შეინანებს: ‘შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქიცედეკის წესით’”. ესოდენ უმჯობესი აღთქმის თავდებიც იესო გახდა. მღვდელი ბევრი იყო, რადგან სიკვდილის გამო ვერ რჩებოდნენ სამსახურში, მას კი, უკუნისამდე დარჩენით გარდაუვალი მღვდლობა აქვს.