ქრისტე მეფობს საუკუნოდ ბიბლიის მუხლები

გამოცხადება 11:15
და მეშვიდე ანგელოზმა დააყვირა და იქმნა ცაში დიდი ხმები, რომლებიც ამბობდნენ: „მიეცა ქვეყნიერების სამეფო ჩვენს უფალსა და მის ქრისტეს, და იმეფებს იგი უკუნითი უკუნისამდე.“

3 მეფეთა 2:45
ხოლო კურთხეულ იყოს მეფე სოლომონი, და მტკიცე იყოს დავითის ტახტი უფლის წინაშე უკუნისამდე!“

ფსალმუნები 88:29
დავამკვიდრებ უკუნისამდე მის ნაშიერს და მის ტახტს, ვითარცა დღეებს ზეცათა.

ფსალმუნები 88:36-37
მისი ნაშიერი მარადჟამს იქნება და მისი ტახტი, ვითარცა მზე, ჩემს წინაშე; დამკვიდრდება მთვარესავით უკუნისამდე, და იქნება ჭეშმარიტი მოწმე ზეცაში.“

2 მეფეთა 7:13
და ის ამიშენებს მე ტაძარს და მე განვამტკიცებ მისი მეფობის ტახტს საუკუნოდ.

1 ნეშტთა 22:10
ის ააშენებს სახლს ჩემს სახელზე, ის იქნება ჩემთვის ძე და მე ვიქნები მისთვის მამა, და განვამტკიცებ მის სამეფო ტახტს ისრაელში უკუნისამდე.’

ფსალმუნები 44:6
ტახტი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდეა. სამართლის კვერთხია კვერთხი შენი მეუფებისა.

ებრაელთა 1:8
ძეზე კი: „შენი ტახტი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდეა, სიმართლის კვერთხი შენი მეფობის კვერთხია.

დანიელი 7:14
მიეცა მას ხელმწიფება, დიდება და მეფობა, რათა ყველა ხალხები, ტომები და ენები ემსახურონ. მისი ხელმწიფება საუკუნო ხელმწიფებაა, რომელიც არ გადაივლის და მისი სამეფო არ დაიქცევა.

ლუკას 1:33
და საუკუნოდ იმეფებს იაკობის სახლზე და მის მეფობას არ ექნება დასასრული.“

დანიელი 2:44
და იმ სამეფოთა დღეებში ზეციერი ღმერთი აღადგენს თავის სამეფოს, რომელიც უკუნისამდე არ დაემხობა, და მისი ხელმწიფება სხვა ხალხის ხელთ არ გადავა. იგი შემუსრავს და დააქცევს ყველა სამეფოს, თავად კი უკუნისამდე დარჩება,

2 პეტრეს 1:11
რადგან უხვად გაგეხსნებათ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს საუკუნო სამეფოს შესასვლელი.


მსგავსი თემები:

ქრისტე ამბობს ჭეშმარიტებას      ქრისტე განდიდებული       ქრისტე დასაწყისია      ქრისტე და მისი ცხვრები       ქრისტე იცნობს ადამიანებს      ქრისტე კარია      ქრისტე კლდეა      ქრისტე, მაგალითი ჩვენთვის
ქრისტე მარადიულია      ქრისტე, პირმშო

Close
Close