მთავარითემები „ქ"ქრისტე, ეკლესიის თავი

ქრისტე, ეკლესიის თავი

7 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ფსალმუნები 117:22
    ქვა, დაწუნებული მშენებლების მიერ, თავკიდური გახდა;
  2. ეფესელთა 1:22
    და ყოველივე დაუმორჩილა მის ფერხთა ქვეშ და დაადგინა იგი ყველაფერზე - თავად ეკლესიისა,
  3. ეფესელთა 4:12
    რათა განამზადოს წმიდები მსახურების საქმისათვის, ქრისტეს სხეულის აღსაშენებლად,
  4. ეფესელთა 5:23
    რადგან ქმარი არის ცოლის თავი, როგორც ქრისტე არის ეკლესიის თავი და მისი სხეულის მაცხოვარი.
  5. კოლოსელთა 1:18
    ის არის ეკლესიის სხეულის თავი. ის არის დასაბამი, პირმშო მკვდართაგან, რათა ყველაფერში იყოს პირველი.
  6. ფსალმუნები 67:18
    შენ ახვედი მაღლა, დაატყვევე ტყვეობა, მიიღე ძღვენი კაცთა შორს, რათა ურჩებთანაც დაისადგუროს უფალმა ღმერთმა.
  7. კოლოსელთა 2:10
    და თქვენ გაქვთ სავსება მასში, ვინც ყოველი მთავრობისა და ხელმწიფების თავია.

← ყველა თემა „ქ"-ზე

Close
Close