პატიოსნების მაგალითები ბიბლიის მუხლები

იობი 2:9-10
უთხრა ცოლმა იობს: „ისევ შენს უბიწოებას ებღაუჭები? დაგმე ღმერთი და მოკვდი!” უპასუხა: „ერთი უგუნური დედაკაცივით ლაპარაკობ! სიკეთის მიღება ვიცით ღვთის ხელიდან, სიავე კი არ უნდა მივიღოთ?” არც ამჯერად შეუცოდავს იობს თავისი ბაგით.

ფსალმუნები 7:8
უფალი განსჯის ერებს. განმიკითხე, უფალო, ჩემი სიმართლით და უბიწოებით, რომელიც ჩემშია.

ნეემია 5:14-19
იმ დღიდან, რაც მეფემ იუდას ქვეყნის განმგებლობა მიბრძანა, ართახშასთას მეფობის მეოცედან ოცდამეთორმეტე წლამდე, თორმეტი წლის განმავლობაში, მე და ჩემს ძმებს განმგებლისთვის განწესებული პური არ გვიჭამია. განმგებლებმა, რომლებიც ჩემზე წინ იყვნენ, ხალხს ცხოვრება დაუმძიმეს, მათგან პურსა და ღვინოსაც იღებდნენ, ვერცხლის ორმოცი შეკელის გარდა; მათი მსახურებიც კი ბატონობდნენ ხალხზე, მაგრამ ღვთის მოშიშობის გამო, მე ასე არ მოვქცეულვარ. პირიქით, კედლის შენებას ვჩქარობდი და ყველა ჩემი მსახური იქ იკრიბებოდა სამუშაოდ. მიწები არ მიყიდია. მაგიდასთან ჩვენთან მოსულ მეზობლად მცხოვრები ხალხებიდან მოსულთა გარდა, ას ორმოცდაათი ებრაელი და მოხელე მეჯდა. აი, რა მზადდებოდა ყოველდღიურად: ერთი მოზვერი, ექვსი რჩეული ცხვარი და ფრინველი; ყოველ ათ დღეში – ნაირგვარი ღვინო უხვად. მაგრამ არც ამის გამო მომითხოვია გამგებლის პური, რადგან მძიმე იყო ამ ხალხის შრომა. სასიკეთოდ გამიხსენე, ჩემო ღმერთო, ყველაფერი რაც ამ ხალხისთვის გამიკეთებია.

დანიელი 6:1-4
საჭიროდ ჩათვალა დარიოსმა, რომ ას ოცი სატრაპი დაეყენებინა თავის სამეფოზე, მთელ სახელმწიფოში რომ ყოფილიყვნენ. მათ ზემდგომ კი სამი მთავარი დანიშნა, მათ შორის დანიელი პირველი იყო. სატრაპებს ანგარიში უნდა ჩაებარებინათ მათთვის, რათა მეფე არ დაზარალებულიყო. მთელ მთავრებსა და სატრაპებში გამოირჩეოდა დანიელი, ვინაიდან აღმატებული სული იყო მასში და მეფე მთელ სამეფოზე ფიქრობდა მის დაყენებას. ამიტომ საბაბს დაუწყეს ძებნა მთავრებმა და სატრაპებმა, რათა დანიელისთვის სამეფოს მართვის საქმეში დაედოთ ბრალი; მაგრამ ვერავითარი საბაბისა და დანაშაულის პოვნა ვერ შესძლეს, რადგან ერთგული იყო იგი და არავითარი შეცდომა და დანაშაული არ აღმოჩნდა მასში.

2 კორინთელთა 4:2
არამედ უარვყავით ყოველივე რაც სამარცხვინო და დაფარულია, და არა მზაკვრობითა და ღვთის სიტყვის გაყალბებით, არამედ ჭეშმარიტების წარმოჩენით წარვუდგენთ ჩვენს თავს ყველა ადამიანის სინდისს, ღვთის წინაშე.

საქმეები 8:18-23
სიმონმა რომ დაინახა, მოციქულთა ხელდასხმით ეძლევათო სულიწმიდა, ფული მიუტანა მათ. უთხრა: „მეც მომეცით ძალაუფლება, რომ ვისაც ხელს დავასხავ მიიღოს სულიწმიდა”. მაგრამ მიუგო მას პეტრემ: „შენი ვერცხლი შენვე გქონდეს შენს დასაღუპად, რადგან ღვთის ნიჭის ფულით შეძენა განიზრახე. არა გაქვს შენ წილი და ხვედრი ამ სიტყვაში, რადგან წრფელი არ არის შენი გული ღვთის წინაშე. მაშ, მოინანიე შენი უკეთურება და უფალს შეევედრე, იქნებ მოგიტევოს შენი გულის ზრახვა, ვინაიდან მწარე ნაღვლით და უსამართლობით შებორკილს გხედავ”.


მსგავსი თემები:

პატიოსნება