ბიბლიის მუხლები თემაზე
ოჯახის ერთობა
11 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
-
ფსალმუენბი 132:1
აჰა, რა კარგია და რა საამური, როდესაც ერთად ცხოვრობენ ძმები!
-
ეფესელთა 4:3
ეცადეთ შეინარჩუნოთ სულის ერთობა მშვიდობის საკვრელით.
-
ესაია 14:1
როცა შეიბრალებს უფალი იაკობს, ისევ აირჩევს ისრაელს და მათივე მიწაზე დაასახლებს; შეუერთდებიან მათ უცხოტომელნი და იაკობის სახლს შეემატებიან.
-
მარკოზის 3:25
თუ სახლი თავისივე წინააღმდეგ დაიყოფა, ის სახლი ვეღარ გაძლებს;
-
ლუკას 12:51
გგონიათ, ქვეყანაზე მშვიდობის მოსატანად მოვედი? არა, გეუბნებით თქვენ, გასაყოფად.
-
1 პეტრეს 3:8
და ბოლოს, იყავით ყველანი ერთი აზრისანი, გულშემატკივარნი, ძმათამოყვარენი, შემწყნარებელნი, თავმდაბალნი,
-
ეფესელთა 3:15
ვის მიერაც იწოდება ყოველი მამობა ცაში და დედამიწაზე,
-
ეფესელთა 2:19
მაშასადამე, თქვენ, უკვე აღარ ხართ ხიზნები და უცხონი, არამედ წმიდათა თანამოქალაქენი და ღვთის სახლეულნი,
-
კოლოსელთა 3:14
და ყოველივე ამას დაურთეთ სიყვარული, რომელიც ყველაფერს აკავშირებს და სრულჰყოფს.
-
1 ტიმოთეს 5:8
ხოლო, ვინც არ ზრუნავს თავის ახლობლებზე, უფრო მეტად კი თავისი ოჯახის წევრებზე, იგი განუდგა რწმენას და ურწმუნოზე უარესია.
-
ეფესელთა 6:1-4
შვილებო, დაემორჩილეთ თქვენს მშობლებს უფალში, ვინაიდან ეს სამართლიანია. პატივი მიაგე შენს მამას და დედას, - ეს არის პირველი მცნება აღთქმით, - რათა მოგეცეს სიკეთე და დღეგრძელი იყო დედამიწაზე. თქვენც მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის მოძღვრებითა და დარიგებით.
დაბადებას 2:24
ამიტომ მიატოვებს კაცი თავის მამას და დედას, მიეკრობა თავის დედაკაცს და გახდებიან ისინი ერთხორცად”.