ნიშნები და სასწაულები სახარებისა ბიბლიური ციტატები

საქმეები 2:22
ისრაელის კაცნო, ისმინეთ ეს სიტყვები: იესო ნაზარეველი, კაცი ღვთისგან თქვენთვის დამოწმებული, ძალით, სასწაულებით და ნიშნებით, ღმერთმა რომ მოახდინა მისი მეშვეობით თქვენ შორის, როგორც თვითონვე იცით,

საქმეები 16:20
ისინი კი წავიდნენ და ქადაგებდნენ ყველგან. უფალი შეეწეოდა მათ და განამტკიცებდა სიტყვას თანამდევი ნიშნებით.

საქმეები 14:3
თუმცა ისინი საკმაოდ დიდ ხანს გაბედულად აგრძელებდნენ ლაპარაკს უფალზე, რომელიც თავისი მადლის სიტყვის დასამოწმებლად, ნიშნებსა და სასწაულებს იძლეოდა მათი ხელით.

ებრაელთა 2:3-4
ჩვენ როგორღა გადავურჩებით, უგულებელმყოფელნი ესოდენ დიადი ხსნისა, რომელიც ჯერ უფალმა გამოაცხადა და ვინც მისგან მოისმინა, მათგან დადასტურდა ჩვენში;  რომელიც დამოწმებულ იქნა ღვთიური ნიშნებით, სასწაულებით, სხვადასხვა ძალებით და წმიდა სულის მისი ნებისამებრ გაზიარებით.

საქმეები 2:43
ყოველი სული შიშმა მოიცვა, რამეთუ მრავალი სასწაული და ნიშანი ხდებოდა მოციქულთა მიერ.

საქმეები 5:12
მოციქულთა ხელით კი მრავალი ნიშანი და სასწაული ხდებოდა ხალხში. და ყველანი ერთსულოვნად იყვნენ სოლომონის დერეფანში.

საქმეები 15:12
მაშინ მთელი ხალხი დადუმდა და უსმენდა ბარნაბასა და პავლეს, რომლებიც უამბობდნენ, რა ნიშნები და სასწაულები მოახდინა ღმერთმა წარმართებს შორის, მათი მეშვეობით.

2 კორინთელთა 12:12
მოციქულის ნიშნები ამოქმედდა თქვენ შორის ყოველგვარი მოთმინებით, ნიშნებით, სასწაულებითა და ძალებით.

რომაელთა 15:18-19
რადგან ვერ გავბედავდი, რომ მელაპარაკა ისეთი რამ, რაც არ გაუკეთებია ქრისტეს ჩემი მეშვეობით წარმართთა დასამორჩილებლად სიტყვით და საქმით, ნიშნებისა და სასწაულების ძალით, ღვთის სულის ძალით, ისე, რომ იერუსალიმიდან და მისი შემოგარენიდან ილურიკიამდე გავავრცელე ქრისტეს სახარება.

საქმეები 4:16
ამბობდნენ: “რა ვუყოთ ამ ხალხს? მათ მიერ მოხდენილი ცხადი სასწაული იერუსალიმის ყოველი მკვიდრისთვის არის ცნობილი და არ ძალგვიძს უარყოფა.

საქმეები 4:30
როცა გაიწვდი შენს ხელს განსაკურნებლად, ნიშნებისა და სასწაულების მოსახდენად შენი წმიდა მსახურის, იესოს სახელით”.

საქმეები 6:8
ხოლო მადლით და ძალით აღსავსე სტეფანე, დიდ სასწაულებსა და ნიშნებს ახდენდა ხალხში.

საქმეები 8:6
ფილიპეს ლაპარაკს ხალხი ერთსულოვნად უგდებდა ყურს, უსმენდა და ხედავდა ნიშნებს, რომლებსაც ის ახდენდა.

საქმეები 8:16
სიმონმაც ირწმუნა და მოინათლა, აღარ შორდებოდა ფილიპეს და მოხდენილ დიდ სასწაულებსა და ნიშნებს რომ ხედავდა, უკვირდა.

მარკოზის 16:17
მორწმუნეებს კი თან ახლდებათ ასეთი ნიშნები: ჩემი სახელით ეშმაკებს განდევნიან და ახალი ენებით ილაპარაკებენ.

1 კორინთელთა 14:22
ენა მორწმუნეებისთვის კი არ არის ნიშანი, არამედ ურწმუნოთათვის. წინასწარმეტყველება კი ურწმუნოებისთვის კი არ არის, არამედ მორწმუნეთათვის.

ფილიპელთა 1:28
ნურაფერში შეუშინდებით მოწინააღმდეგეს, ეს მათთვის დაღუპვის ნიშანია, თქვენთვის კი – ხსნისა, და ეს ღვთისგან არის.