იგავნი 10:13
ბოროტისა და კეთილის განმასხვავებლის ბაგეებში სიბრძნე იპოვება, უგუნურის ზურგზე კი – ჯოხი.
იგავნი 22:15
სიბრიყვე მიეკრა ყმაწვილის გულს; შეგონების კვერთხი გამოდევნის მას.
იგავნი 23:13-14
წვრთნას ნუ დაუკავებ ყმაწვილს, წკეპლაც რომ მოსცხო, არ მოკვდება; წკეპლით სცემ მას და შავეთისგან იხსნი მის სულს.
იგავნი 19:18
გაწვრთენ შენი შვილი, სანამ ჯერ კიდევ არის იმედი; შეხედე, ნუ დაღუპავ მას.
ებრაელთა 12:8-10
ხოლო თუ დარჩებით წვრთნის გარეშე, რომელშიც ყველას უწევს გავლა, მაშინ ბუშები ყოფილხართ და არა შვილები. თუ ჩვენი ხორციელი მამების წვრთნას მოწიწებით ვიღებდით, განა უფრო მეტად არ უნდა დავემორჩილოთ სულთა მამას, რათა ვიცოცხლოთ? ისინი მცირე დღეებისთვის გვწვრთნიდნენ თავის ნებისამებრ, ეს კი – ჩვენი სარგებლობისთვის, რათა წილი გვქონდეს მის სიწმიდეში.
ეფესელთა 6:4
თქვენც მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის მოძღვრებითა და დარიგებით.
ებრაელთა 12:5-7
და დაივიწყეთ შეგონების სიტყვა, თქვენდამი მომართული, როგორც შვილებისადმი: „შვილო, უფლისგან წვრთნას ნუ უგულებელყოფ და მის მხილებებს ნუ წაუყრუებ; რადგან ვინც უყვარს, იმას წვრთნის უფალი. სცემს ყოველ შვილს, ვისაც ღებულობს”. წვრთნას გაუძელით, რადგან როგორც ძეებს, ისე გექცევათ ღმერთი. რომელ ძეს არ წვრთნის მამა?