ტიტეს 1:8
არამედ სტუმართმოყვარე, სიკეთის მოყვარული, აზრიანი, მართალი, წმიდა და თავშეკავებული,
ლევიანნი 21:6
წმიდები იყვნენ ისინი თავისი ღმერთისთვის და არ შებღალონ თავისი ღმერთის სახელი, რადგან უფლის საცეცხლო შესაწირს, თავისი ღმერთის პურს სწირავენ ისინი და ამიტომ უნდა იყვნენ წმიდები.
ესაია 52:11
გაშორდით, გაშორდით, გადით მანდედან, უწმიდურს ნუ შეეხებით! გამოდით მისი წიაღიდან, განიწმიდეთ, უფლის საჭურველთმტვირთველნო.
1 ტიმოთეს 4:12
აბუჩად არავინ აგიგდოს შენი სიჭაბუკის გამო, არამედ ნიმუში იყავი მორწმუნეთათვის – სიტყვაში, საქმეში, სიყვარულში, სულში, რწმენაში, სიწმიდეში.
ებრაელთა 12:14
ეცადეთ მშვიდობა და სიწმიდე იქონიოთ ყველასთან, ურომლისოდაც ვერავინ იხილავს უფალს.
1 პეტრეს 1:14-16
როგორც გამგონე შვილები, ნუ აჰყვებით უმეცრების დროინდელ გულისთქმებს. არამედ ისეთი წმიდანი იყავით ყოველ საქციელში, როგორი წმიდაცაა იგი, ვინც თქვენ მოგიწოდათ. ვინაიდან დაწერილია: იყავით წმიდანი, რადგან წმიდა ვარ მე.