მიწიერი გართობა ბიბლიის მუხლები

ეასია 5:11-13
ვაი დილაადრიდანვე სასმელის მძებნელთ, დაღამებამდე ღვინით რომ ენთებიან. ქნარი და ებანი, დაფი, სტვირი და ღვინოა მათ ნადიმებზე; უფლის საქმეებს არ უმზერენ და მის ხელთა ნამოქმედარს ვერ ხედავენ. ტყვეობაში წავა ჩემი ხალხი უმეცრების გამო; მისი დიდებულნი შიმშილით დაიხოცებიან, ბრბო კი წყურვილით გაითანგება.

ეკლესიასტე 7:4
ბრძენთა გული გლოვის სახლშია, ხოლო ბრიყვთა გული – მხიარულების სახლში.

იგავები 21:17
სიამეთა მოყვარული გაჭირვებაში იქნება, ღვინისა და ზეთის მოყვარული ვერ გამდიდრდება.

ლუკას 8:14
ხოლო ეკალში ჩავარდნილნი ისინი არიან, რომლებიც ისმენენ, მაგრამ ცხოვრებისეული საზრუნავი, სიმდიდრის ძიება და განცხრომანი აშთობენ და ვეღარ მწიფდება ნაყოფი.

გალატელთა 5:19-21
ხორცის საქმეები აშკარაა: ეს არის სიძვა, უწმიდურება და თავაშვებულობა, კერპთმსახურება, მისნობა, მტრობა, ჩხუბი, ეჭვიანობა, რისხვა, შუღლი, უთანხმოება, განხეთქილება, სიძულვილი, მკვლელობა, ლოთობა, გაუმაძღრობა და სხვა ასეთი. გეუბნებით წინასწარ, როგორც ადრე მითქვამს, რომ ამის მკეთებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სამეფოს.

ტიტეს 3:3
ვინაიდან ოდესღაც ჩვენც ვიყავით უგუნურნი, ურჩნი, გზააბნეულნი, სხვადასხვა გულისთქმათა და განცხრომათა მონები, ღვარძლითა და შურით ვცხოვრობდით, საძულველნი ვიყავით და ერთიმეორის მოძულენი.

ეკლესიასტე 2:8-11
დავაგროვე ოქრო და ვერცხლი, სამეფო და სამხარეო საგანძურებში. დავიდგინე მომღერალი კაცნი და ქალნი, და ადამიანთა ძეთა სიამე – ხარჭა მრავალი. განვდიდდი და გადავაჭარბე ყველას, ვინც ჩემზე წინ იყო იერუსალიმში და სიბრძნე ჩემი – გვერდში მედგა. უარს არაფერზე ვეუბნებოდი ჩემს თვალებს, რაც არ უნდა მოესურვათ, არავითარი სიხარულისგან არ ვიკავებდი თავს, რადგან ხარობდა ჩემი გული მთელი ჩემი ნაშრომით და ეს იყო მთელი საზღაური ჩემი შრომისა. შემდეგ დავაკვირდი ყველა ჩემს საქმეს, რომელიც ჩემმა ხელებმა მოიმოქმედეს და შრომას, რომელიც გავწიე: და აჰა, ყოველივე ამაოება და ქარის დევნა იყო და არ არის სარგებელი მზისქვეშეთში.