ბიბლიის მუხლები თემაზე
მამის სიხარული
10 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
-
იგავნი 23:24
ლხენით ილხენს მართლის მამა და ბრძენის მშობელი იხარებს მისით.
-
ფსალმუნები 126:3-5
აჰა, შვილები - მემკვიდრეობა უფლისგან, მუცლის ნაყოფი - მისი საზღაური. როგორც ისრები მეომრის ხელში, ისეა შვილები ახალგაზრდა კაცისთვის. ნეტარია კაცი, რომელმაც მათით გაივსო კაპარჭი; არ შერცხვება, როცა მტრებთან მოუხდება ლაპარაკი კარიბჭეში.
-
ფსალმუნები 127:3-4
შენი ცოლი, მსხმოიარე ვაზივით იქნება შენს სახლში; შენი შვილები, ზეთისხილის ყლორტებივით იქნებიან შენი სუფრის გარშემო. აი, ასე იკურთხება უფლის მოშიში კაცი.
-
იგავნი 10:1
იგავნი სოლომონისა: ბრძენი შვილი მამას ახარებს, უგუნური შვილი კი დედის დარდია.
-
იგავნი 28:7
რჯულის დამცველი შვილი გონიერია, გაუმაძღართა მეგობარი კი არცხვენს მამამისს.
-
იგავნი 29:3
სიბრძნის მოყვარული კაცი მამას ახარებს, მეძავთა მადევარი - ქონებას ანიავებს.
-
იგავნი 17:6
სიბერის გვირგვინი შვილიშვილებია, შვილებისათვის კი დიდება მათი მამაა.
-
ფილიპელთა 4:1
აბა, ჩემო საყვარელო და სასურველო ძმებო, ჩემო სიხარულო და გვირგვინო, ასე იდექით უფალში, საყვარელნო!
-
იგავნი 15:20
ბრძენი შვილი მამას ახარებს, უგუნურს კი სძულს საკუთარი დედა.
-
3 იოანეს 1:4
არ არის ჩემთვის იმაზე მეტი სიხარული, ვიდრე იმის მოსმენა, რომ ჩემი შვილები ჭეშმარიტებაში დადიან.