მთავარი › თემები „ლ" › ლოცვა ეკლესიაში

ლოცვა ეკლესიაში

17 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. საქმეები 2:42
    და გამუდმებით მოციქულთა მოძღვრებაში, მოზიარეობაში, პურის გატეხვასა და ლოცვაში მკვიდრობდნენ ისინი.
  2. საქმეები 12:12
    გონსმოსული, მიადგა მარკოზად წოდებული იოანეს დედის, მარიამის სახლს, სადაც მრავალნი შეკრებილიყვნენ და ლოცულობდნენ.
  3. საქმეები 20:36
    ეს რომ თქვა, მუხლი მოიყარა და ყველასთან ერთად ილოცა.
  4. საქმეები 21:5
    ამ დღეებმა რომ ჩაიარა, გამოვედით და გავწიეთ; ყველანი ცოლ-შვილითურთ გამოგვყვნენ ქალაქგარეთ, ნაპირზე კი მუხლი მოვიყარეთ და ვილოცეთ.
  5. საქმეები 6:6
    წარადგინეს მოციქულების წინაშე, ილოცეს და ხელები დაასხეს მათ.
  6. საქმეები 14:23
    ხელდასმით დაადგინეს თითოეული ეკლესიის ხუცესი და ლოცვითა და მარხვით მიუძღვნეს ისინი უფალს, რომელსაც ერწმუნენ.
  7. საქმეები 12:5
    ასე რომ, პეტრეს საპყრობილეში დარაჯობდნენ, ეკლესია კი მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს მისთვის.
  8. ეფესელთა 6:18
    ყოველგვარი ლოცვით და ვედრებით ილოცეთ ყოველ ჟამს სულით და ამაზე იფხიზლეთ მთელი დაჟინებით და ლოცვით ყველა წმიდასთვის;
  9. 1 თესალონიკელთა 5:17
    ილოცეთ განუწყვეტლივ.
  10. 1 ტიმოთეს 2:1
    ამრიგად, შეგაგონებ, უწინარეს ყოვლისა, ჰყოთ ვედრებანი, ლოცვანი, შუამდგომლობანი და მადლიერებანი ყველა ადამიანისთვის,
  11. იაკობის 5:14
    არის თქვენს შორის ვინმე ავად? მოიხმოს ეკლესიის ხუცესნი, ილოცონ მასზე და ზეთი სცხონ უფლის სახელით.
  12. იაკობის 5:16
    აღიარეთ ცოდვები ერთმანეთის წინაშე და ილოცეთ ერთმანეთისთვის, რათა განიკურნოთ, რადგან ბევრი რამ შეუძლია მართლის გაძლიერებულ ლოცვას.
  13. რომაელთა 15:30
    შეგაგონებთ თქვენ, ძმანო, ჩვენი უფლით, იესო ქრისტეთი და სულის სიყვარულით, რომ ჩემთან ერთად იბეჯითოთ, ჩემთვის ღმერთისადმი ლოცვებში.
  14. 2 კორინთელთა 1:11
    რაშიც თქვენც შეგვეწევით თქვენი ლოცვებით, რათა უამრავმა ადამიანმა შესწიროს მადლობა ჩვენთვის და იმ მადლისთვის, რაც მრავალთა შუამდგომლობით მოგვენიჭა.
  15. საქმეები 6:3-4
    ამიტომ, ძმებო, ამოირჩიეთ თქვენგან შვიდი სარწმუნო, სულიწმიდით და სიბრძნით სავსე კაცი, და ისინი დავადგინოთ ამ საქმეზე. ჩვენ კი, ლოცვასა და სიტყვის მსახურებას მივუძღვნათ თავი”.
  16. კოლასელთა 1:3
    ყოველთვის ვემადლიერებით ღმერთს, ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მამას, როდესაც თქვენთვის ვლოცულობთ,
  17. 1 თესალონიკელთა 1:2
    მარადის ვმადლობთ ღმერთს ყველა თქვენგანისთვის და გიხსენებთ ჩვენს ლოცვებში.

საქმეეიბ 1:14
ყველანი ერთსულოვნად გამუდმებულ ლოცვა-ვედრებაში იყვნენ დედაკაცებთან, იესოს დედასთან, მარიამთან და მის ძმებთან ერთად.

← ყველა თემა „ლ"-ზე

Close
Close